ირაკლი პეტრიაშვილმა აშშ-ს პროფკავშირების მეოთხე ვადით არჩეულ ლიდერს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ირაკლი პეტრიაშვილი საქმიანი ვიზიტით ამერიკაში რიჩარდ ტრუმკას მიწვევით იმყოფება.ტრუმკა პროფკავშირების საარჩევნო საანგარიშო ყრილობაზე, აშშ-ს პროფკავშირების (AFL-CIO)-ს პრეზიდენტად დღეს მეოთხე ვადით აირჩიეს.
ირაკლი პეტრიაშვილმა ტრუმკას საქართველოს პროფკავშირლების სახელით გამარჯვება პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა.
რიჩარდ ტრუმკა საქართველოს და ქართული პრფკავშირების ჭეშმარიტი მეგობარი და გულშემატრივარია. აშშ-ს პროფკავშირების ლიდერის განცხადებით, ამერიკის პროფკავშირები ადევნებენ თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, პროფკავშირების გამოწვევებს გამოწვევებს, მხარს უჭერენ პროფკავშირულ მოძრაობას საქართველოში და მის ლიდერებს.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი პეტრიაშვილს შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს პროფკავშირების (Afl-CIO) აღმასრულებელ პრეზიდენტთან, ტიფერე გაბრესთან (Tefere Gebre). საუბარი შეეხო პროფკავშირების თანამედროვე გამოწვევებს, ღირსეული შრომის გლობალურ ტენდენციებსა და საქართველოს და ამერიკის პროფკავშირების თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. შეხვედრაზე, ტ. გაბრე შეეხო საქართველოს პროფკავშირების გამოწვევებს შეეხო: ”გამოწვევები და საგარეო საფრთხეები, რომელიც თქვენს ქვეყანას აქვს შესაძლებელია დაიძლიოს მხოლოდ დემოკრატიის მაღალი სტანდარტებითა და დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების გავლენის გაძლიერებით. ჩვენ ყველა ძალისხმევას გამოვიყენებთ, რომ ქართული პროფკავშირები, რომელსაც უპრეცედენტო პატივისცემა და აღიარება აქვს მთელს მსოფლიოში და მათ შორის ამერიკაში, დაცული იყოს საფრთხეებისგან და მიეცეს შესაძლებლობა შეასრულოს ის როლი სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარებაში, რაც ესოდენ სჭირდებათ ჩვენს დებს და ძმებს საქართველოში.” განაცხადა აშშ-ს პროფკავშირების აღმასრულებელმა პრეზიდენტმა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი (PERC), ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს პარტნიორი ქვეყნების პროფკავშირების ლიდერებთან და ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.