ბრიუსელში, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ოფისშიб პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს ახალგაზრდული კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განხილეს რეგიონის მასშტაბით, აზალგაზრდული ორგანიზაციებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის მშრომელთა ორგანიზების გაძლიერება, სოლიდარობის კამპანიები, შრომის უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერმა გიგა ბექაურმა, რომელმაც პანელის მონაწილეებს საქართველოში შრომის და დასაქმების კუთხით, დღეის მდგოამარეობით არსებული მდგომარეობა გააცნო, ასევე ისაუბრა საქართველოს პროფკავშირების მიერ წარმოებულ კამპანიებზე, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობს ახალგაზრდული ფრთა.
კომიტეტმა მიმდინარე წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად პროფკავშირულ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა განისაზღვრა.