მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პარლამენტმა და ირაკლი კობახიძემ უსაფრთხო შრომისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით, ერთ კვირაში 109 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი წერილი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა და თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უსაფრთხო შრომისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით გასულ ერთ კვირაში 109 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი წერილი მიიღო.

საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობა საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რათა დროულად მოხდეს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის დროულად მიღება იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც პროფკავშირებს აქვთ.

მსოფლიოს მასშტაბით აქტივისტები და პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები საერთაშორისო კამპანიას უერთდებიან და ზემოთ აღნიშნული მოთხოვნებით, საკუთარი სახელით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავენ. ირაკლი კობახიძემ გასულ კვირაში საქართველოში უსაფრთხო შრომისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით 3000 წერილობითი შეტყობინება მიიღო. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყნის პარლამენტი საერთაშორისო მხარდაჭერას და პროტესტს გაითვალისწინებს და მიიღებს ისეთ კანონს და რეგულაციებს, რომელიც რეალურად დაიცავს მშრომელთა ინტერესებს. გლობალური კამპანია საქართველოში უსაფრთხო შრომის მოთხოვნით, საერთაშორისო პლატფორმა LabourStart-ის ორგანიზებით და ხელშეწყობით დაიწყო. მან საქართველოს პროფკავშირულ მოძრაობას და აქტივისტებს, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე შესაძლებლობას მისცა მხარდაჭერა მოიპოვონ საერთაშორისო დონეზე. პლატფორმის მნიშვნელოვანი ელემენტია საინფორმაციო კამპანია ActNow, რომელიც მსოფლიო მაშტაბით ადამიანებს აძლევს საშუალებას მხარი დაუჭირონ კონკრეტულ პროცესს და წერილობით მიმართონ კამპანიის ადრესატს.

სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა, საერთაშორისო კამპანიას შეუერთდეს. ამისთვის საჭიროა გადავიდეს მითითებულ ბმულზე: https://www.labourstartcampaigns.net/show_campaign.cgi?c=3709.