საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „ქალთა შრომითი უფლებების დაცვა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველსაყოფად“.
სტრატეგიული სამართალწარმოებისას გამოვლენილ საკანონმდებლო ხარვეზებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის, დასაქმების სფეროში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისა და ქალთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს პარლამენტის გენდერულმა საბჭოს 2017 წლის 24 ოქტომბერს იმსჯელა ამ რეკომენდაციებზე და გამოხატა მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლიბისათვის, ამ რეკომენდაციების საფუძველზე განხილვების გასაგრძელებელად.
პროფკავშირების იურისტების მიერ რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც თანდართულია, გაუმჯობესდება დასაქმებული დედის შრომითი უფლებები. საქართველოს კანონმდებლობა მიუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, თუკი განხორციელდება ცვლილებები შრომის კოდექსში, რომელიც:
- დასაქმებულს სამედიცინო გამოკვლევების გამო გაცდენილ სამუშაო საათებს ჩაუთვლის საპატიოდ, გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში და შეუნარჩუნდება ხელფასი. იგივე ვრცელდება ფეხმძიმე ქალებზე;
- სამედიცინო დასკვნის საფუძველზე დასაქმებულს უფლებას მისცემს მოითხოვოს სამსახურებრივი პირობების დროებით შემსუბუქება ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დროებით გადაყვანა;
- დასაქმებულს ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, მიანიჭებს უფლებას, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მიიღოს კომპენსაციაც;
- დასაქმებულს, რომელმაც უკვე გამოიყენა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და შვილად აყვანის გამო, უზრუნველყოფს აღნიშნული შვებულების შემდეგაც, იმავე ან ექვივალენტური სამსახურით და ანაზღაურებით;
- განსაზღვრავს დამსაქმებელის ვალდებულებას გაატაროს ყველა ღონისძიება (ტრეინინგები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან სამსახურში დაბრუნებული დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რათა მას საშუალება მიეცეს კვლავ ჩაერთოს და დარჩეს კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე დროებითი არყოფნის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო დედობის უფლების გამოყენებით.