პროფკავშირების გაერთიანებამ ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, კვლევის: „ოჯახში ძალადობის გავლენა შრომით ურთიერთობებზე“ პრეზენტაცია გამართა.
ძალადობა და შევიწროება წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემასა და საფრთხეს ყველასთვის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. პირი ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველასგან და ყველგან: მათ შორის, ოჯახში, სამუშაო ადგილზე და ა.შ. ფორმები მრავალფეროვანია: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური და ა.შ.
სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია. ძალადობა კი დიდ გავლენას ახდენს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მის ფიზიკურ და სექსუალურ ჯანმრთელობაზე, ღირსებაზე, სოციალურ გარემოზე, პროფესიულ განვითარებაზე, პროდუქტულობაზე…
კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი მიზანია როგორც დასაქმებულების, ასევე, დამსაქმებლების ინფორმირება, თუ რა გზებით შეიძლება მოხდეს ძალადობის უარყოფითი შედეგების პრევენცია შრომით ურთიერთობაში.
კვლევაში საუბარია შსო-ს 190-ე კონვენციის ,,შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების შესახებ” რატიფიცირების მნიშვნელობაზე და იმ ნაბიჯებზე, რაც სახელწმიფომ, დამსაქმებლებმა და პროფკავშირებმა უნდა გადადგან ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მხარდსაჭერად სამუშაო ადგილებზე.
მომზადებული ინფორმაციის დახმარებით შეძლებთ მეტი გაიგოთ ძალადობის ცნებისა და ფორმების შესახებ, როგორია საქართველოსა და საერთაშორისო პრაქტიკა.როგორ უნდა ამოიცნოს დამსაქმებელმა ძალადობის მსხვერპლი დასაქმებული. რამდენად არის კანონმდებლობით რეგულირებული აღნიშნული საკითხი და რა მიმართულებით არის სამუშაო გასაწევი.
აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია უკვე გაიმართა რეგიონებში: იმერეთი, აჭარა, სამეგრელო და არაერთი ღონისძიების ჩატარებაა კიდევ დაგეგმილი.
მასალა ხელმისაწვდომია ქართულ https://gtuc.ge/wp-content/uploads/2024/06/Domestic-Violence-GEO.pdf და ინგლისურ https://gtuc.ge/wp-content/uploads/2024/06/eng-vers.pdf ენებზე.