navTobis da gazismrewvelobaSidasaqmebuli 4000-mde proforganizaciiswevrisolidarobasucxadebs “PIPELINE UNION”–s da misTavmjdomarismoadgiles
„SOCAR Georgia Petroleum”, „SOCAR Georgia Gas“, „ბათუმის ნავთობის ტერმინალი“ და სხვა ნავთობისა და გაზის მრეწველობაში დასაქმებულთა დარგობრივი პროფორგანიზაციის 4000-მდე თანამშრომელი, სოლიდარობას უცხადებს ამავე დარგობრივი პროფორგანიზაციის გაუქმების პირას მისულ პირველად პროფკავშირულ გაერთიანებას „Pipeline Union“-ს და მის თავმჯდომარის მოადგილეს ვახტანგ პირმისაშვილს, მათი დამსაქმებლების BP საქართველოს და დასაქმების სააგენტო HR-ის წინააღმდე მიმდინარე სამართლებრივ ბრძოლაში.
გასულ კვირას ჩატარდა საქართველოს ნავთობისა და გაზის მრწებველობის მუშაკთა პროფკავშირის 13-ე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა. ყროლობას ესწრებოდა ნავთობისა და გაზის მრწებველობის მუშაკთა დარგობრივი პროფორგანიზაციაში გაწევრიანებული პირველადი პროფორგანიზაციების დელეგატები. მათ შორი შპს. „SOCAR Georgia Petroleum“-ის შპს. „SOCAR Georgia Gas“, შპს „ბათუმის ნავთობის ტერმინალის“, დასაქმების სააგენტო ეიჩარ-ის და სხვა პირველადი პროფორგანიზაციის დელეგატები. შეხვედრაზე მოისმინეს დარგობრივი პროფკავშირის დავმჯდომარის, ბატონი გოჩა კვიტატიანის, საანგარიშო მოხსენება. მოხსენების დიდი ნაწილი დაეთმო ახლად გაწევრიანებული პრიველადი პროფორგანიზაციების საკითხს. კერძოდ, დასაქმების სააგენტო „ეიჩარ“-ის და სამხრეთ კავკასიის ენერგომატერებლების ტრანსპორტირების სფეროში დასაქმებულთა პირველადი პროფორგანიზაცია „Pipeline Union“-სა და მათ დამქირავებელთან წარმოშობილ პრობლემურ. საკითხების განხილვას. ინფორმაციისთვის დელეგატებს განემარტად, რომ აღნიშნული პირველადი პროფორგანიზაციის დეფაქტო დამსაქმებელს წარმოადგენ კომპანი „BP საქართევლო“, რომელიც სრულად განსაზღვრავს მისი კონტრაქტორი, დასაქმების სააგენტო ეიჩარ-ისმუშაობის პოლიტიკას. თამვჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ წინა წლებშიც რამოდეიმეჯერ გამოითქვა „BP- საქართველოს“ თანამშრომლების მხრიდან პროფკავშირში გაწევრიანების სურვილი, თუმცა „BPსაქართველოს“ მაშინდელი მენეჯმენტის უარყოფითი ჩარევით ვერ მოხერხდა მათი შემოერთება.
„პირველადი პროფორგანიზაცის Pipeline Union-ის შექმნიდან მალევე დაიწყო კომიტეტმა კოლექტიური ხელშეკრულების პროექტზე მუშაობა. როგორც ბი-პი-ს ჩვევია პარალელურად დაიწყო პროფკავშირის წევრების დევნა. ეს კეთდებოდა შენიღბულად. ყველაფერი გაკეთდა რათა პროფორგანიზაცია მისულიყო გაუქმების პირზე, რასაც ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც. დღეისათვის პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სარჩელი, რომელიც გახდა ამ დევნის მსხვრეპლი, ჩვენი იურისტების მონაწილეობით შეტანილია საქალაქო სასამართლოში, რომლის დადებითად გადაწყვეტაზე მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებული პროფორგანიზაცია “Pipeline Union”-ის მომავალი ბედი. გამოვთქვამთ იმედს, რომ სიმართლე იზეიმებს“ – განაცხადა დარგებრივი პროფორგანიზაციის თავმჯდომარემ ბატონმა გოჩა კვიტატიანმა მის მოხსენებაში.
შეხვედრაზე, კამათში გამომსვლელებმა დააფიქსირეს მათი სოლიდარობა, გაუქმების პირას მისული მათი წევრი პირველადი პროფორგანიზაციის “Pipeline Union“-ის და მისი თავმჯდომარის მოადგილის მიმართ. „ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი აქვს პროფორგანიზაციაზე ზეწოლას. ხშირად მსგავსი ღონისძიებები ფარულია. მით უფრო სამწუხაროა, როდესაც ეს ხდება უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილ, მსოფლიოს ლიდერად მიჩნეულ ბრიტანულ ნავთობკომპანიაში, რაც გამოიხატა პროფწევრთა მიმართ ზეწოლასა და დისკრიმინაციულ ქმედებებში“ – აღნუშნულია საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის დადგენილებაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართევლოს ნავთიბისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის შეხვედრაზე (13-ე ყრილობა) დადგინდა:
- „დელეგატები რეკომენდაციას უწევს გამგეობას და წევრ ორგანიზაციებს განუხრელად იხელმღღვანელონ დარგის წესდებით, კანონით პროფესიული კავშირების შესახებ, სხვა ნორმატიული აქტებით, საერთაშორისო წევრი პროფესიული გაერთიანების დახმარებით და თავიანთი ძალისხმევა მიმართონ დასაქმებულთა სოცილაური და ეკონომიკური უფლებების დასაცავად;
- დელეგატემბა გამოთქვეს რწმენა, რომ დარგის პროფესიული კავშირი წევრ ორგანიზაციებთან ერთად ადექვქტურად შეხვდება ყველა მის წინაშე ასრებულ გამოწვევას და მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაიცავს თითოეულ პროფწევრთა უფლებას.
საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა დარგობრივი პროფკავშირი