მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ნავთობის და გაზის მრეწველობაში დასაქმებული 4000 მდე ადამიანი სოლიდარობას უცხადებს “PIPELINE UNION”-ს

%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a9%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-1%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%98-1

 

 

„SOCAR Georgia Petroleum”, „SOCAR Georgia Gas“, „ბათუმის ნავთობის ტერმინალი“ და  ნავთობისა და გაზის მრეწველობაში დასაქმებულთა დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის 4000-მდე წევრი, სოლიდარობას უცხადებს გაუქმების პირას მისულ პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას „Pipeline Union“-ს და მის თავმჯდომარის მოადგილეს ვახტანგ პირმისაშვილს, მათი დამსაქმებლების BP საქართველოს და დასაქმების სააგენტო “HR”-ის წინააღმდე მიმდინარე სამართლებრივ ბრძოლაში.

გასულ კვირას ჩატარდა საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის მე-13 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა. ყრილობას ესწრებოდნენ ნავთობისა და გაზის მრეწველობის სფეროს წარმომადგენლები, ძირითადად დარგობრივ ორგანიზაციაში გაწევრიანებული პირველადი პროფკავშირებიდან, მათ შორის შპს. „SOCAR Georgia Petroleum“-ის შპს. „SOCAR Georgia Gas“, შპს „ბათუმის ნავთობის ტერმინალის“, დასაქმების სააგენტო “ეიჩ-არ“-ის და სხვა პირველადი პროფორგანიზაციის დელეგატები. შეხვედრაზე მოისმინეს დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარის, გოჩა კვიტატიანის საანგარიშო მოხსენება. მოხსენების დიდი ნაწილი დაეთმო  ახლად გაწევრიანებული პირველადი პროფორგანიზაციების საკითხს. კერძოდ, დასაქმების სააგენტო „ეიჩ-არ“-ის და სამხრეთ კავკასიის ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში დასაქმებულთა პირველადი პროფორგანიზაცია „Pipeline Union“-სა და მათ დამქირავებელთან წარმოშობილ პრობლემური საკითხების განხილვას. ინფორმაციისთვის დელეგატებს განემარტათ, რომ აღნიშნული პირველადი პროფორგანიზაციის დეფაქტო დამსაქმებელს წარმოადგენს კომპანია „BP საქართველო“, რომელიც სრულად განსაზღვრავს მისი კონტრაქტორი, დასაქმების სააგენტო ეიჩარ-ის მუშაობის პოლიტიკას. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებშიც რამოდენიმეჯერ გამოითქვა „BP- საქართველოს“ თანამშრომლების მხრიდან პროფკავშირში გაწევრიანების სურვილი, თუმცა „BP საქართველოს“ მაშინდელი მენეჯმენტის უარყოფითი ჩარევით ვერ მოხერხდა მათი შემოერთება.

„პირველადი პროფორგანიზაცის Pipeline Union-ის შექმნიდან მალევე დაიწყო კომიტეტმა კოლექტიური ხელშეკრულების პროექტზე მუშაობა. როგორც ბი-პი-ს ჩვევია პარალელურად დაიწყო პროფკავშირის წევრების დევნა. ეს კეთდებოდა შენიღბულად. ყველაფერი გაკეთდა რათა პროფესიული ორგანიზაცია მისულიყო გაუქმების პირას, რასაც ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც. დღეისათვის პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სარჩელი, რომელიც გახდა ამ დევნის მსხვერპლი, ჩვენი იურისტების მონაწილეობით შეტანილია საქალაქო სასამართლოში, რომლის დადებითად გადაწყვეტაზე მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებული “Pipeline Union”-ის ბედი. გამოვთქვამთ იმედს, რომ სიმართლე იზეიმებს“ – განაცხადა დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარემ გოჩა კვიტატიანმა.

შეხვედრაზე, დისკუსიის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გაუქმების პირას მისულ წევრ პირველადი პროფორგანიზაცია “Pipeline Union“-ის და მისი თავმჯდომარის მოადგილეს რომელიც დევნის ობიექტია.

„ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი აქვს პროფკავშირზე ზეწოლას. ხშირად მსგავსი ქმედებები ფარულია. მით უფრო სამწუხაროა, როდესაც ეს ხდება უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილ, მსოფლიოს ლიდერად მიჩნეულ ბრიტანულ ნავთობკომპანიაში, რაც გამოიხატა პროფკავშირის წევრთა მიმართ ზეწოლასა და დისკრიმინაციულ ქმედებებში“ – აღნიშნულია საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის დადგენილებაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის შეხვედრაზე (მე-13 ყრილობა) დადგინდა:

·         „დელეგატები რეკომენდაციას უწევს გამგეობას და წევრ ორგანიზაციებს განუხრელად იხელმძღღვანელონ დარგის წესდებით, კანონით პროფესიული კავშირების შესახებ, სხვა ნორმატიული აქტებით, საერთაშორისო წევრი პროფესიული გაერთიანების დახმარებით  თავიანთი ძალისხმევა მიმართონ დასაქმებულთა სოციალური და ეკონომიკური უფლებების დასაცავად;

·         დელეგატებმა გამოთქვეს რწმენა, რომ დარგის პროფესიული კავშირი წევრ ორგანიზაციებთან ერთად ადეკვატურად შეხვდება მის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას და ყველა საშუალებით დაიცავს თითოეული წევრის უფლებას.

საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა დარგობრივი პროფკავშირი

ი კავშირების გაერთიანება