მიმდინარეობს საიტის განახლება

მხოლოდ საქართველოში

მხოლოდ საქართველოში

– უყვართ და სძულთ თავდავიწყებით პოლიტიკოსები.

– აგზავნიან სმს-ებს შინაარსით ”სალომე, წალენჯიხა შენთანაა~, ”მიდი, მიაწექი~, ”ქართველ ხალხს სძულხართ~ და მისთ…

– ტროტუარები გამოიყენება პარკინგისათვის, ხოლო მანქანის სავალი გზა ფეხით მოსიარულეთათვის.

– მხოლოდ ჩვენთან შეიძლება ადამიანმა დააგვიანოს მნიშვნელოვან შეხვედრაზე (ან საერთოდ არ მივიდეს) ”პახმელიის~ გამო.

– უკვეთავს ორი ადამიანი 40-50 ხინკალს (რომელსაც რა თქმა უნდა ვერ შეჭამს).

– შეიძლება დარეკონ და იკითხონ ”საიდან არის?~

– მუშაობენ ადამიანები 150 ლარზე და მუდმივად ეშინიათ სამსახურის დაკარგვის.

– ჟურნალისტები ეკითხებიან პოპულარულ ადამიანებს (როგორც წესი პოლიტიკოსებს და ტელეწამყვანებს): “როგორ მსმელად ითვლებით, რამდენი ლიტრის ღვინოს დალევა შეგიძლიათ?~ ან: ”როგორ იწყებთ დილას?~ რაზეც ბანოვანი რესპონდენტები ერთხმად პასუხობენ: ”დილით ვიღვიძებ თუ არა, ვიღებ შხაპს და ვისვამ ტანის კრემს~.

– მხოლოდ საქართველოში უყვართ უცხოელი ფეხბურთელები და ნაკრებები საკუთარზე უფრო მეტად.

– ქალის მეოჯახეობაზე და სისუფთავეზე მისი გარეცხილი და გაფენილი სარეცხით მსჯელობენ და იმ ინტერვალის მიხედვით რა სიხშირითაც სარეცხს ფენს. (ნეტა ამ ინტერვალებს ასე კარგარ რომ იმახსოვრებენ საქმე მეტი არაფერი აქვთ).

– მარტო საქართველოში შეიძლება რუსთაველის თეატრში ჰამლეტზე იჯდეს 10 კაცი და ამ დროს ეს სპექტაკლი მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდეს.

– შეიძლება საცობი შეიქმნას თუ ორმა მეგობარმა ერთმანეთი დაინახა მანქანის ფანჯრიდან. იქვე დაამუხრუჭებენ შუა გზაზე სალაპარაკოდ.  D

– მხოლოდ საქართველოში იხდიან ფულს იმისათვის რომ არ ისწავლონ.

– შეიძლება აიღო მართვის მოწმობა როცა მანქანის მართვის გაგებაში არ ხარ.

– მხოლოდ ჩვენთან იპარავენ მანქანის სარკეებს და კანალიზაციის ლუქებს რათა “თავანი გადაიხადონ~, ან ხინკალი ჭამონ სადაც 50 ცალს შეუკვეთავენ და რა თქმა უნდა არ ჭამენ.

– მხოლოდ ჩვენთან შეიძლება გაგიტანოს მანქანამ მაშინ, როცა მშვიდად დგახარ ტროტუარზე და ელოდები ტაქსს.

– მხოლოდ საქართველოში ამბობენ: “ისეთი ნორკის “შუბებით“ დავდიოდი მთელი ცხოვრება, –ერთი მე მეცვა და მეორე ბრეჟნევის ცოლსო~, ანდა, “მე სულ ტაქსისტი კი არ ვიყავი მჟავანაძის დროს რაიკომის მდივანი ვიყავი~” და სხვა…

და ამ ყველაფრის მიუხედავად, შეუძლებელია არ გიყვარდეს საქართველოს, რადგან ამ ქვეყანაში:

– შეუძლიათ სუფრა ხელოვნებად აქციონ.

– შეუძლიათ სტუმრის გულისათვის გადადონ ყოველგვარი პირადი საქმე და თან გადაყვნენ.

– იმერეთის მიყრუებულ სოფელში დალიო ისეთი ღვინო, რომლის მსგავსსაც კი ვერსად იყიდი.

– შეუძლიათ მრავალი მიუსაფარი ლტოლვილი, შეიფარონ და დააპურონ.

და რაც მთვარია, მხოლოდ საქართველოში შეგიძლია თქვა რომ სამშობლოში ხარ!