მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მხარი დავუჭიროთ კორეელ რკინიგზელებს!

ძმებო, დებო, დაუჭირეთ მხარი სამხრეთ კორეელ რკინიგზელ ძმებს და დებს. ერთი კვირაა გაფიცული არიან. რკინიგზელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის-KRWU ასობით გაფიცულ წევრს მიუვიდა სამსახურიდან დაათხოვნის შესახებ შეტყობინება, თუმცა ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება. 7 000-ზე მეტი რკინიგზელია გაფიცული.

მთავრობამ და დირექტორატმა ვერ შეძლო რა გაფიცვის შეჩერება ახლა შტრეიკბრეხერების შეყვანა დაიწყო. ამასობაში მნიშვნელოვნად შეფერხდა სტრატეგიული ტვირთების – ქვანახშირისა და ცემენტის გადაზიდვები – გაფიცვა მიზანს აღწევს და ეფექტურია. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო პროფკავშირი და მთელი პროფკავშირული სამყარო სოლიდარობას უცხადებს და მხარში უდგას კორეელ რკინიგზელებს.

გაფიცულები მოითხოვენ, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ და რკინიგზის დირექტორატმა შეაჩეროს პრივატიზების გეგმები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაც მოუწოდებს კორეის მთავრობას გამართოს სოციალური დიალოგი რკინიგზელთა დამოუკიდებელ პროფკავშირთან პრობლემების გადასაჭრელად და ნუ გამოიყენებს დაშინების და დევნის მეთოდებს. ამით პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება.

შეუერთდით პროტესტის კამპანიას ამ ბმულთან დაკავშირებულ წერილზე ხელმოწერით. სთხოვეთ თქვენს მეგობრებს, რკინიგზელებს და არარკინიგზელებსაც, ჩვეულებრიც პროფკავშირის წევრებს და ჯერ-ჯერობით რომ არ არიან წევრები იმათაც – შემოგვიერთდნენ! ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურ ენაზეა, არაა რთულად გასაგები:

http://www.labourstartcampaigns.net/show_campaign.cgi?c=2072

თუ გსურთ უფრო მეტი შეიტყოთ ამ საპროტესტო მოძრაობის შესახებ, მიჰყევით შემდეგ ბმულს:
http://www.labourstart.org/2013/country.php?country=Korea+%28South%29&langcode=en

იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა !!!
Solidarity Forever !!!კორეა