მიმდინარეობს საიტის განახლება

“მშიერი ენერგეტიკოსი ვერ შექმნის მდგრად ენერგეტიკას” – ენერგეტიკის მუშაკთა საპროტესტო აქცია სემეკთან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომმარაგებელ კომისიასთან ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირმა საპროტესტო აქცია გამართა. ენერგეტიკოსები ტარიფების დათვლის არასათანადო მეთოდოლოგიას აპროტესტებენ და ხელფასების არანაკლებ 30%-იან ზრდას ითხოვენ “ენერგო პრო ჯორჯიაში” დასაქმებულთათვის, ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,  მათ არაერთხელ მიმართეს სემეკს,  ტარიფის ზრდამდე გაეთვალისწინებინა სახელფასო ფონდის 30%იანი ზრდის საჭიროება, თუმცა ამ მოთხოვნებმა შედეგი არ გამოიღო. მათი თქმით, ტარიფის ზრდის შემდეგ სამუშაოს მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა დასაქმებულთა ხელფასები საკმაოდ დაბალია და  300-დან 500 ლარამდე მერყეობს, 30% იანი ზრდა კი დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული, რადგან დაახლოებით 100-150 ლარს შეადგენს თითოეული მუშაკისათვის.

“ის ენერგეტიკული მდგრადობა, რის დარეგულირებასაც სემეკი ცდილობს, სწორედ ამ ადამიანთა შრომით ხერხდება, მშიერი ენერგეტიკოსი კი ვერ შექმნის მდგრად ენერგეტიკას” – აცხადებს ნაზი კიკოლაიშვილი, “ენერგო პრო ჯორჯიას” პროფკავშირის თავმჯდომარე. მისი თქმით, კომისია ხელფასების ზრდის საწინააღმდეგო არგუმენტად ტარიფების დათვლის მეთოდოლოგიას ასახელებს.

აქციის მონაწილეები შესაბამისი სხდომის ჩატარებას ითხოვენ, სადაც აღნიშნული საკითხების განხილვა გახდება შესაძლებელი.

12045234_10153631531019231_6580863169094979256_o 12010785_10153631531104231_2649721932178273192_o

 


12022498_10153631531034231_4579050893290817466_o 11224040_10153631531029231_6622076923725500099_o
12031632_10153631530974231_1837763338664350059_o