ამერიკული ახალი ამბების სააგენტოს, “ბლიმბერგის“ ინფორმაციით, აწდასრულებულ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებიდან 64 შეხვედრაში, ფეხბურთელებმა პაკისტანში დამზადებული ბურთებით იასპარეზეს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია.
ბურთების მწარმოებელი კომპანია დაფუძნებულია პაკისტანის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სიალკოტში (პუნჯაბის პროვინცია). ფიფასთან ბურთების მწარმოებლამა კომპანიამ ჯერ კიდევ შარშან გააფორმა კონტრაქტი, რათა კომპანია ‘ადიდასის“ საფარქვეშ, დამზადებულიყო მუნდიალის ოფიციალური ბურთი. ეს კომპანია სპორტული ინვენტარის მწარმოებელ კომპანიებს შორის მსოფლიოში სიდიდით მეორეა.
ბრაზუკა Brazuka (როგორც უწოდებდნენ ბრაზილიის მუნდიალის ბურთს) თავიდან აპირებდნენ მთლიანად ჩინეთში დაემზადებინათ, მაგრამ სოციალურმა დემპინგმა გაიმარჯვა და გერმანულმა კომპანიამ გადაწყვიტა ბურთები პაკისტანში დაემზადებინა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებია: პროდუქციის დაბალი ფასი და დასაქმებულთა მცირე ხელფასი (დაახლოებით 100 დოლარი თვეში).
მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალი დასრულდა, ამჟამად დაახლოებით 1800 მამაკაცი და ქალი მძიმე სამუშაო პირობებში კვლავ მუშაობს “ბრაზუკას“ შექმნისათვის და მათი პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება.
აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულთა უმრავლესობა ხელთათმანებისა და დამცავი პირბადის გარეშე მუშაობს და მავნე ქიმიური მინარევების ყნოსვის გამო ბევრი მუშა ავადდება. მათი მკურნალობის ხარჯებს კი საწარმოები იშვიათად ფარავენ.
მიუხედავად იმის, რომ დასაქმებულთა ექსპლოატაცია სახეზეა, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია ბრაზილიელი ვეტერანი ფეხბურთელისათვის – კაფუსთვის, რომელმაც მუნდიალის გახსნისას განაცხადა: “ეს არის ძალიან ლამაზი ბურთი და აქვს ბარაზილიის ყველა თვისება და ფერი“.
როგორც უკვე ვთქვით, ფაქტობრივად მონური შრომით შექმნილი მილიონობით ბურთი უკვე გატანილია მსოფლიოს ბაზარზე. მათი ფასი ღარიბ ქვეყნებში 30 ევროა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კი 200 ევროდ იყიდება. ეს თანხა პაკისტანელი მუშის (რომელიც ამ ბურთს ქმნის) ყოველთვიურ ხელფასზე დაახლოებით ორჯერ მეტია.