მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მსოფლიო სიღარიბემ მოიცვა

1080392_4558035368338_812071559_nმთელს მსოფლიოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა და სამწუხაროდ ზრდის ტემპი შენარჩუნებულია. კონორ დარსი მიმოიხილავს ბავშვთა სიღარიბის ძირითად ტენდენციებს.

დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა ანგარიში საშუალო შემოსავლიანი ოჯახების შესახებ, სადაც საუბარია სიღარიბის მაჩვენებლებზე. კვლევა მოიცავს სიღარიბის საზომ მეთოდებსა და ციფრებს, რომელსაც კარგად უნდა დავაკვირდეთ რათა უკეთ გავერკვეთ დღეს არსებულ რეალობაში. ხშირად კვლევის ეს მეთოდოლოგია სადავოა, და ზოგჯერ წინააღმდეგობრივიც…

მოცემულ გრაფიკზე იასამნისფერი ხაზი მიუთითებს ბავშვთა სიღარიბის ზრდის 2%-იან მაჩვენებელზე აბსოლუტურად დაბალი შემოსავლების მქონდე ოჯახებში. საშუალო შემოსავლიან ოჯახში საბინაო (საყოფაცხოვრებლო) ხარჯები 60%-მდე შემცირდა. რაც იმის მიმანიშნებელია, რომ დამატებით 300, 000 ბავშვია ამ ხაზს დაბლა. ეს არის შემაშფოთებელი მაჩვენებელი და გარკვეულ პერიოდში საკმაოდ დიდი ნახტომი. სამწუხაროდ, ბრიტანებით ფისკალური კვლევევბის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით ეს ტენდენცია სავარაუდოდ გაგრძელდება და 2020-2021 წლებისთვის 27.2%-ს მიაღწევს.

განსხვავებული მაჩვენებლები ჩნდება ნაცრისფერი ხაზის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია დარეგისტრირება ყოველწლიურად ვინ ცხოვრობს ცხოვრების მაღალი თუ დაბალი სტანარტებით, ცხოვრების დონის დაცემა შეინიშნება. უკანასკნელი 4 წელია შარშანდელთან შედარებით საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახებში შემოსავალი შემცირდა 13 ფუნტით და შეადგინა 427 ფუნტი. ეს კლებადობა ნოლო 50 წელია შეინიშნება.

გრაფაში ბოლო 2 ხაზიდან ერთ-ერთი არის დაბალი შემოსავლების მაჩვენებელი, რომელშიც შესულია ის კატეგორია რომელიც ვერ ახერხებს პირველადი მოხმარების საგნების ყიდვას; მეორე ხაზი კი წინაზე უფრო დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახების მაჩვენებელია. ორივე მათგანში აღინიშნება 1%-იანი დაცემა, რაც შეიძლება შეფასდეს დადებითად. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს მცდარი, რადგამ ამ მხრივ სიტუაცია თითქმის არ შეცვლილა წინა წლებთან შედარებით.

ეს არის სურათი ბავშვების სიღარიბის შესახებ. და რა ხდება სხვაგან?

  • მთლიანი მოსახლებიდან დამატებით 900 000 ადამიანი ცხოვრობს აბსოლუტურ სიღარიბეში და აქვს დაბალი შემოსავალი;
  • საშუალო ასაკში სიღარიბე გაიზარდა 2%-ით რაც იმას ნიშნავს რომ 6.1 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა აბსოლურ სირარიბეში;
  • კვლავ სიღარიბეში რჩება ოჯახები, რომელთა თუნდაც ერთი წევრი არის დასაქმებული. მაგალითად წყვილები, რომელთაგან მხოლოდ ერთი მუშაობს სრულ განაკვეთზე, ისინიც განწირულნი არიან სიღარიბისთვის. ასევე ოჯახები, სადაც 2-3 შვილი ყავთ.
  • სიღარიბის მაჩვენებელმა პენსიონერებში 1–დან 15%-მდე გაიზარდა.

სიღარიბის მაჩვენებლებისა და მისგან თავის დაღწევის სხვადასხვა გზების შესახებ კამათი სულ უფრო და უფრო ღრმავდება. ამ კვლევის მიხედვით ვარაუდობენ, რომ სიღარიბის შესაჩერებლად მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. “აპრილის“ რეფორმებში არაფერია ნახსენები საშუალო ხელფასის ზრდის შესახებ, რაც არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და იმის იმედს, რომ ეს ტენდენცია მალე შეიცვლება.

http://www.jrf.org.uk/blog/2013/06/more-children-in-absolute-poverty