მიმდინარეობს საიტის განახლება

მსოფლიო ეკონომიკა ფეხზე დგება

გლობალური ფინანსური კრიზისიდან სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ნელ–ნელა აგრძელებენ აღდგენას. განვითარებად ქვეყნებში განვითარებულისგან განსხვავებით  ვაწყდებით უთანასწორობას ხელფასებში ერთიდაიმავე სპეციალობებზე.

უფსკრული ღარიბ და მდიდარ ადამიანებს შორის უფრო ფართოვდება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს შორის.

იმ ოჯახებმა რომლებმაც მოახერხეს და გადალახეს სიღარიბის ზღვარი კვლავ იმყოფებიან უკან დაბრუნების რისკის ქვეშ.

ბოლო 2 წლის განმავლობაში მზარდი გლობალური უმუშევრობის ფონზე უთანასწორობა გაიზარდა მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებშიდაც, სავარაუდოდ 2015 წლისათვის უმუშევართა რიცხვი 200 მილიონიდან 208 მილიონამდე გაიზრდება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2013 წლის მსოფლიო დასაქმების ანგარიშის მიხედვით შემოსავლები უთანასწოროდ გაიზარდა 2010 და 2011 წლები ისეთ მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში როგორებიცაა საფრანგეთი, დანია, ესპანეთი და აშშ.

ეკონომიკური უთანასწორობაა დიდ და პატარა ფირმებს შორის, დიდმა საწარმოებმა მცირე საწარმოების ხარჯზე მოახდინეს აღდგენა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო არაპროპორციული საბანკო კრედიტებით.

ეს არის გრძელვადიანი სამუშაო ადგილების აღდგენის გამოწვევები დღეს.

,,ეს მაჩვენებლები განვითარებად ქვეყნებში თუ პოზიტიურ სურათს ქმნის, მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში სურათი კი შემაშფოთებელია. ჩვენ გვჭირდება სამუშაო ადგილებისა გლობალური აღდგენა და პროდუქტიული საინვესტიციო გარემო ერთნაირად ღარიბი და უკიდურესად გაჭირვებული ჯგუფებისათვის. ჩვენ სერიოზული ყურადღება უნდა გავამახვილოთ რათა ამოივსოს უთანასწორობის უფსკრული, რომელიც კიდევ და კიდევ ფართოვდება მსოფლიოს ბევრ ნაწილში.“ – განაცხადა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გაი რაიდერმა.

2013 წლის ანგარიში ადასტურებს იმ ფაქტს რომ ბევრ ეკონომიკურად მოწინავე ქვეყანაში საშუალო ხელფასი მცირდება. საშუალო შემოსავლები მცირდება არა მხოლოდ ეკონომიკურად ინკლუზიურ ჯგუფებს შორის, არამედ დიდი და სტაბილური შემოსავლების ჯგუფებს შორის – განაცხადა რაიმონდ ტორესმა, შრომის საერთასორისო ორგნიზაციის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა.

თუ საშუალო შემოსავალი ესპანეთში 50% შემცირდა, 2010 წლის ბოლოსთვის 46% იყო, აშშ–ში უმდიდრესი მოსახლეობის 7%–ის შემოსავალი 2009 წლისთვის შემცირდა 56, ხოლო 2011 წლისთვის კი 63%–ით.

მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილების დაბალანსება საჭიროა როგორც განვითარებადი, ასევე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში – განაცხადა ტორესმა.