1999 წელს 12 აგვისტო გაეროს მიერ აღიარებულ იქნა , როგორც ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.
ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციამ (ITUC), 2013 წლის 12 აგვისტოს დაიწყო ახალი, პლატფორმა, სახელწოდებით “გაერთიანდი“. როგორც ITUC-ს გენერალური დირექტორის შარანბ ბაროუს წერილშია ნათქვამი, სამუშაოს სიმწირის არსებულ კონტექსტში ახალგაზრდები წარმოადგენენ სწორედ იმ ჯგუფს, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხო უმუშევრობა და არასათანადო დასაქმება.
დღეს მსოფლიოში 74 მილიონი ახალგაზრდაა უმუშევარი. განვითარებად ქვეყნებში 150 მილიონი ახალგაზრდა ითვლება დასაქმებულ ღარიბად. ისინი კი, ვისაც სამუშაო გააჩნია, ხშირად მოკლევადიან, დაბალანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობენ, ან არაფორმალურად არიან დასაქმებულნი. როგორც შარან ბაროუ ამბობს, ახალგაზრდა ადამიანების მთელი თაობა უკან არის მოტოვებული და ამის შედეგები საზოგადოებებისა და თვით ამ ახალგაზრდებისათვის მეტად სავალალოა. როგორც ITUC- ის გეერალური დირექტორი აცხადებს: “ჩვენ არ გვაქვს თაობის დაკარგვის ფუფუნება. ახალგაზრდა დასაქმებულები ჩვენი მომავალია და ჩვენ უნდა შევთაზოთ მათ ადგილი, სადაც ისინი თავიანთი მოთხოვნების გაჟღრებას შეძლებენ“.
ასე რომ, ITUC-ს სურს აღნიშნოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მისი ყველა წევრის მობილიზებით, რათა მათ კიდევ ერთხელ განაცხადონ თავიანთი მისწრაფების და მცდელობების შესახებ ახალგაზრდა დასაქმებულების მობილიზებისა და გაერთიანებისათვის.
ამ მცდელობების მხარდასაჭერად 12 აგვისტოს, ITUC დაიწყო პლატფორმა “გაერთიანდი“, რომელიც მიღებული იქნა ITUC-ს მე-7 ახალგაზრდული კომიტეტის მიერ. პლატფორმის მიზანია მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა დასაქმებულების გაერთიანებას და რეკრუტირებას პროფკავშირებში ინოვაციური და წარმატებული სტრატეგიების და აქტივობების შედგენით, გაზიარებით და ხელშეწყობით. პლატფორმის მიზანია შექმნა მისი წევრი ორგანიზაციების ახალგაზრდა პროფკავშირეული აქტივისტების და ორგანიზატორების გლობალური ქსელი, რომლებიც მზად იქნებიან:
- გაუზიარონ მათ ახალგაზრდა დასაქმებულების ორგანიზება/რეკრუტირების შესახებ თავიანთი გამოცდილება;
- გააძლიერონ მათი ახალგაზრდებისადმი მიმართული უკვე არსებული გამაერთიანებელი კამპანიები;
- დაიწყონ ახალგაზრდა დასაქმებულების ორგანიზების კამპანიები.
პლატფორმა წაახალისებს ყველა პროფკავშირს, რომ ისინი იყვნენ უფრო მიმართული ახალგაზრდა დასაქმებულების საჭიროებებისა და ინტერესებისადმი.
პლატფორმის მოასალოდნელი შედეგები შემდეგია:
- პროფკავშირში გაერთიანების მსურველი ახალგაზრდა ქალების და კაცების რიცხვის ზრდა
- ახალგაზრდა დასაქმებულების განსაკუთრებული საჭიროების მოპასუხე კოლექტიური ხელშეკრულებების ხარისხის და რიცხვის ზრდა
- გადაწყვეტილების მიმღებ პროცესებში, მათ შორის კოლექტიური მოლაპარაკებების ჯგუფებში, მეტი ახალგაზრდა დასაქმებულის მონაწილეობა.
ახალგაზრდა მშრომელების გაერთიანება არის და იქნება უმნიშვნელოვანესი საკითხი მოძრაობის მომავლისათვის. პლატფორმა “გაერთიანდი“ წვლილს შეიტანს ჩვენი საერთო მიზნის – დასაქმებულებთა ძალის გაზრდის – მიღწევაში.
“გაერთიანდი“ პლატფორმის სიახლეები და მოვლენები ხელმისაწვდომი იქნება თავიანთი ITUC-ს ვებგვერდზე და ასევე ამ პლატფორმის ფეისბუქის გვერდზე – Get Organised.
http://www.ituc-csi.org/IMG/pdf/_no_23_-_get_organised_letter.pdf