მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მომზადება გადამზადების პროგრამა – დადებითი და უარყოფითი ტენდენციები

პროფკავშირებმა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების, 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის- შემაჯამებელი დასკვნით კონფერენცია გამართეს. სახელმწიფო პროგრამის მონიტირინგი “ებერტის ფონდი” ს მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრაში ექსპერტები, კოლეჯების, სახელმიფო უწყებების და არასამთავრიბო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროფკავშირებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზი  და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რეკომენდაციები, ქვეყანაში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

საუბარი შეეხო იმ ხარვეზებს და პრობლემატურ საკითხებს, რომლებიც პროფკავშირებმა პროგრამის მიმდინარეობისას აღმოაჩინა, მათ შორის კონფერენციაზე იმსჯელეს იმაზე თუ რატომ არის კვლავ დაუსაქმებელი  2016 წლის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეთა ნაწილი ნაწილი, ასევე რატომ შეწყვიტა ვადაზე ადრე სწავლა პროგრამის 17% მა; გაიმართა დისკუსიაც.

მონიტორინგის მიხედვით სახელმწიფო პროფრამა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაიხვეწა, თუმცა რჩება გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსასწორებლადაც პროფკავშირების გაერთიანებამ რეკომენაციებიც მოამზადა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ფელიქს ჰეტიმ – ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა და საქართველოს პროფესიული კავშირების      გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

ფელიქს ჰეტის განცხადებით მონიტორინგის პროექტი შარშან დაიწყო, თუმცა გამოკვეთილი მნიშვნელობისა და საჭიროების გათვალისწინებით მისი გაგრძელება გადაწყდა. “საქმე ეხება პროფესიული განათლების მიღებას და შემდეგ დასაქმების შესაძლებლობებს. პროფესიული მომზადება იმდენად მნიშვნელოვანი რომ ამ საქმეს ვერ მივანდობდით მხოლოდ მთავრობას. სახელმწიფო ახორციელებს პროგრამას გადასახადების სახსრებით, ამდენად სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან აუცილებელია ჩართულობა და კონტროლი, რათა ჯანსაღად შეფასდეს პროგრამის წარმატებულობა და დაჭიროების შემთხვევაში გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯებიც. ” განაცხადა ფელიქს ჰეტიმ.

ირაკლი პეტრიაშვილმა “ფრიდრის ებერტის ფონდს” მონიტორინგის განხორციელების საშაულების მოცემისთვის მადლობა გადაუხადა და პროგრამის მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი. “მომზადება გადამზადების პროგრამა ჩვენი ქვეყნისთვის იმდენად დიდი გამოწვევაა, რომ აუცილებელია მაქსიმალური ძალისხმევა მისი დახვეწისა და სრულყოფილებისთვის. გვაქვს განცდა, რომ წინა კვლევასთან შედარებით, ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე პროგრამამ გარკვეული ზრდა და პროგრესი განიცადა. კვლევაში დადებითი ტენდენციები შეინიშნება, 530 მა ადიანმა იპოვა სამსახური მომზადება გადამზადების შედეგად. პროგრამა ახალი დაწყებულია და ბუნებრივია, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზებიც. შესაძლოა ბენეფიციართა ნაწილის მოლოდნები განსხვავებული იყო, ნაწილმა დროზე ადრე შეწვყიტა სწავლა თუმცა ზრდის დინამიკა მომზადების და ასევე დასაქმების კუთხითაც შინიშნება. მომავლისთვის აუცილებელია მომზადება გადამზადება ერთმანეთისგან გაიმიჯნოს”

ანგარიში წამოადგინა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა გიორგი ჭანტურიძემ. ჭანთურიძის განცხადებით კვლევაში აისახა მიზი ძირითადი მიგნებებიც, რაც მდგომარეობს შემდეგში:

“2016 წლის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღევანდელი მდგომარეობით, კვლავ დაუსაქმებელია და წინამდებარე გამოკვლევამდე ბოლო სამი თვის განმავლობაში კვლავ ეძებდა სამსახურს;

რესპონდენტთა სუბიექტური შეფასებით, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა იმსახურებს 4,27 ბალს 5 ბალიანი შეფასების სისტემიდან.

გამოკითხული რესპონდენტების   65% თვლის, რომ მიღებული ცოდნით შესაძლებელია მუშაობის დაწყება.

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეთა იმ ნაწილმა, რომელემაც ვადაზე ადრე შეწყვიტა სწავლა, ამის უმთავრეს მიზეზად სწავლების დაბალი ხარისხი დაასახელა.

კოლეჯების ადმინისტრაცია წინა წელთან შედარებით უფრო ორგანიზებული შეხვდა მომზადება-გადამზადების პროცესს და უფრო მოთხოვნაზე ორიენტირებული პროგრამები შესთავაზა მომხმარებელს.

2015 წლის პროგრამისგან განსხვავებით, პროგრამას დაემატა ისეთი პროფესიები, რომლებზე მოთხოვნაც დამსაქმებლების მხრიდან მოდიოდა, რაც საბოლოოდ აისახა დასაქმების დონის უკეთეს მაჩვენებელში.

სოციალური მომსახურების სააგენტომ მომზადება/გადამზადების კომპონენტის დასრულების შემდეგ ჩაატარა დასაქმების ფორუმი, რამაც დადებითი როლი ითამაშა ბენეფიციარების დასაქმებაში.”

ანგარიშზე მუშაობდნენ  გიორგი ჭანტურიძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკური ანალიტიკოსი და პროფკავშირების ანალიტიკური დეპარტამენტის სპეციალისტი ნინო ესართია.  

პროფესიული კავშირების გაერთიანება სახელმწიფო პროგრამის შეფასებით მონიტორინგს, მიმდინარე სასწავლო წლის პროგრამასთან დაკავშირეიბთაც მოაზადებს.

თამარ გედევანიშვილი