საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანების აპარატის უფროსი ლაშა ბლიაძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ესტუმრნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობს იღებს ქალაქ ასტანაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწყობილ კონფერენციაში დასაქმების ეროვნული პოლიტიკის თემაზე. ღონისძიებაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჟენევის ოფისის წარმომადგენლები და 11 ქვეყნის პროფკავშირული ორგანიზაციის დელეგაცია მონაწილებს.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი პეტრიაშვილი შეხვდა ყაზახეთის პროფკაშირების კონფედერაციის თავმჯდომარეს, აბელგაზ ჰუსეინოვს, რომელიც მონაწილეობას იღებს 26 აპრილს დაგეგმილ ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ახალგაზრდა ამომრჩეველთა უმრავლესობა სწორედ მას უჭერს მხარს.
ირაკლი პეტრიაშვილმა და ლაშა ბლიაძემ შეხვედრა გამართეს დარგობრივი პროფკავშირების ლიდერებთან. შეხვედრის მიზანი იყო ყაზახი კოლეგებისთვის ქართული პროფკავშირული გამოცდილების გაზიარება და მათი კოლეგების დახმარება მსოფლიო პროფკავშირულ ორგანიზაციაში ინტეგრაციის კუთხით. შეხვედრაზე დარგობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა სურვილი გამოთქვეს კიდევ უფრო გაამყარონ ურთიერთობა ქართველ კოლეგებთან.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ყაზახეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანის ორგანიზების საკითხი, რომელზეც შეთანხმებას თბილისში რამდენიმე თვის წინ მოეწერა ხელი.
ირაკლი პეტრიაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა მეტალურგთა პროფკავშირის ლიდერებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ქალაქ ტემერტაუში, “არსელორ მეტალში“. მან მოინახულა ულტრათანამედროვე საასწავლო ცენტრი რკინიგზის მუშაკებისთვის. სასწავლო ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ევროპული სტანდარტების მიხედვით 3D ფორმატის გამოყენებით მიმდინარეობს. მხარეებმა აღნიშნულ ცენტრში ქართველი რკინიგზელების გადამზადების პერსპექტივებიც განიხილეს.