მეტროპოლი–ძველ ბერძნული სიტყვაა და მთავარ ქალაქს ნიშნავს, მეტროპოლიტენიც ამ სიტყვიდან მომდინარეობს და ყოველთვის თუ არა ძალიან ხშირად მთავარ ქალაქებთან არის დაკავშირებული. მიწისქვეშა რკინიგზა უკვე საუკუნე ნახევარზე მეტია რაც ადამიანების შრომით ადამიანებს ემსახურება. დღეს მეტროპოლიტენი 40–ზე მეტი ქვეყნის 120–ზე მეტ ქალაქშია. ამ საქმის მოწინავენი კი ინგლისელები იყვნენ. მსოფლიოში პირველი მეტროპოლიტენი, როგორც იპერიის მთავარი ქალაქის სატრანსპორტო საშუალება ლონდონში 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა. მის მშენებელ კომპანიასაც ასევე „მეტროპოლიტენი“ ერქვა.
მოხერხებული ლონდონელი ადვოკატის ჩარლი პირსონის ინიციატივას, როგორც ქალაქის საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა, ასევე ინგლისელი კაპიტალისტის დაფინანსებაც მოჰყვა და პირველი 6,5 კილომეტრიანი მიწისქვეშა სარკინოგზო ხაზი პედინგტონ–ფედინგტონ–სიტი ამოქმედდა. შემადგენლობა იმჟამად ორთქლის ძრავით გადაადგილდებოდა და ეს იყო იმ ეპოქის ყველაზე მოწინავე ტექნიური სიახლე, სანამ მეტროპოლიტენი 1890 წელს ელექტროძრავაზე არ გადავიდა. მეტროპოლიტენმა თავისი პროგრესულობა და პერსპექტიულობა მძაფრ კონკურენციაში დაამტიცა. გახსნიდან 70 წლის შემდეგ ლონდონის მეტროპოლიტენის მთელი ქსელი დედაქალაქის ტრანსპორტის დირექციას გადაეცა, რაც იმის უცილობელი დასტური იყო რომ ტრანსპორტის ეს სახეობა საკვანო მნიშვნელობის მატარებელია. დღესაც ლონდონის მეტროპოლიტენი გიგანტთა შორისაა. მისი სიგრძე მხოლოდ ნიუ–იორკის მეტროპილიტენს ჩამორჩება. ინგლისში მეტროპოლიტენი ასევე არის ქალაქ ნიუკასლსა და მანჩესტერში. შოტლანდიას კი ქალაქ გლაზგოში აქვს 1896 წელს გახსნილი მეტროპოლიტენი.
მსოფლიოში რიგით მეორე, მაგრამ სიგრძით პირველი მეტროპოლიტენი არის აშშ–ს ქალაქ–გიგანტში ნიუ–იორკში. ის 1868 წელს გაიხსნა, მაგრამ როგორც ყოველთვის ამერიკული ტექნიკური პასუხი ევროპელებისადმი, აქაც ორიგინალური იყო და „მიწისქვეშა რკინიგზა“ ნიუ–იორკში ჰაერში, ლითონის ესტაადებზე მოძრაობდა. დღეს ნიუ–იორკის მეტროპოლიტენი საქალაქთაშორისოც კი არის, მგზავრს მისი მეშვეობით ნიუ–ჯერსიშიც შეუძლიდ მოხვდეს. აშშ–მეტროპოლიტენი ფუნქციონირებს როგორც დედაქალაქ ვაშინგტონში, ასევე ქალაქებში: ფილადელფია, ბალტიმორი, ატლანტა, ბუფალო, ჩიკაგო, დეტროიტი, პიტსბურგი, პორტლენდი, სან–დიეგო, სან–ფრანცისკო, ლოს–ანჟელესი. ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე მეტროპოლიტენი მოამედებს კანადის ქალაქებში: ტორონტოსა და მონრეალში.
ლათინურ ამერიკაში პირველეი მეტროპოლიტენი 1913 წელს გაიხსნა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს–აირესში. მეტროპოლიტენი მოქმედებს ასევე მექსიკის დდაქალაქ მეხიკოში, ბრაზილიის ქალაქებში: ბელუ–ორიზონტესა და პორტუ–ალეგრიში, ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში და დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო–დომინგოშიც.
ევროპის ერთ–ერთი უძველესი მეტროპოლიტენი 1896 წელს დღეს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ამოქმედდა. ის სულ რარაც 3,7 კმ სიგრძის იყო, მაგრამ თავიდანვე ელექტრო ძრავაზე მოქმედებდა.
1900 წელს მეტროპოლიტენი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზშიც გაიხსნა. იგი თავიდან ორთქლის ძრავაზე მუშაობდა. როდსაც იგი პირველად იხილა ქართველმა პროფესორმა რუსუდან ნიკოლაძემ, მან თავის მოგონებებში პარიზის მეტრო ასე აღწერა: „თავზარი დამეცა, გამურულ გამჭვარტლურ მიწისქვეშა დარბაზში გუგუნით შემოიჭრა ორთქლმავალი, კვამლის მეტი არაფერი ჩანდა, შიგდაშიგ ცეცხლის ენები გამოკრთებოდა, ამ კვამლში მოძრავი მგზავრები ეშმაკებს გავდნენ, მოკლედ ჯოჯოხეთზე სრული წარმოდგნა შემექმნა“. დღეს პარიზის მეტროპოლიტენი მსოფლიოში სიგრძით მეოთხეა. საფრანგეთის ქალაქებში: ლილი, მარსელი, ლიონი ასევე მოქმედებს „ მიწისქვეშა რკინიგზა“.
ამერიკულ გამოწვევას „მეტროპოლიტენი ჰაერში“ ევროპაში პირველმა გერმანიამ უპასუხა. 1902 წელს ბერლინში ესტაადებზე აგებული რკინიგზა ამოქმედდა, ხოლო მიწისქვეშა სარკინიგზო მოძრაობა 1911წელს დაიწყო. მეტროპოლიტენი 1912 წელს ჰამბურგშიც ამოქმედდა. მეტროპოლიტენი გერმანიაში ასევე მოქმედებს: მიუნხენში, დორტმუნდში, ჰანოვერში. მეტროპოლიტენმა ურთიერთს დააკავშირა ბოხუმი, ჰერნე და გელზენკირხენი.
ევროპის ერთ–ერთი ძველი მეტროპოლიტენი მოქმდებს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, რომელიც 1919 გაიხსნა. მეტროპოლიტენი ასევე აქვს ავტონომიური კატალონიის მთავარ ქალაქ ბარსელონას. ევროპის ძველ მეტროპოლიტენებს განეკუთვნებიან: ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 1928 წელს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 1930 წელს და შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გახსნილი მიწიქვეშა რკინიგზა. შვედეთში მეტროპოლიტენი ასევე მოქმედებს ქალაქ გეტებორგში. მეტროპოლიტენი აქვს იტალიის ქალაქებს: მილანსა და გენუას, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელს, ავსტრიის დედაქალაქ ვენას, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღას, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავას.
მეტროპოლიტნი აზიაშიც მოქმედებს: ინდოეთის ქალაქ კალკუტაში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ქალაქებში: ტიანცზინი, შანხაი, ხარბინი და გუანჩჟოუ. მეტროპოლიტენი არის ორივე კორეაში: ჩრდილოეთში– დედაქალაქ ფხენიანში და სამხრეთში– დედაქალაქ სეულსა და ქალაქ პუსანში. მეტროპოლიტენი მოქმედებს ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში და ფილიპინების დედაქალაქ მანილაში.
მეტროპოლიტენმა აფრიკაშიც შეაღწია. მეტროპოლიტენი არის ტუნისის დედაქალაქ ტუნისსა და ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში.
პროგრესი მეტროპოლიტენის გავრცელებაში უცვლელი არაა და იგი შეჩერებულა კიდეც. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანის დედაქალაქ თეირანში ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით შეწყდა მეტროპოლიტენის მშენებლობა, როგორც რელიგიურ ნორმებთან შეუთავსებელი. ასევე მოხდა ერაყში, სადაც 1985 წელს დაწყებული მეტროპოლიტენის მშენებლობა, საერთაშორისო სანქციების გამო ჯერ შეჩერდა და შემდეგ ომებისა და პოლიტიკური დესტაბილიაციის გამო საერთოდ შეწყდა.
მეტროპოლიტენის მშენებლობა ევრაზიულ სივრცეში დიდი ბიუროკრატიული წინააღმდეგობებით გამოირჩეოდა. მაგალითად: ცარიზმის პირობებში ქალაქ მოსკოვში მეტროპოლიტენის მშენებლობას ასეთი ფორმითც შეეწინაღმდეგენ. მოსკოვის მიტროპოლიტისამი მეტროპოლიტენის თაობაზე მიწერილ ერთ წერილში ასე დაიჩივლეს: „ не унизит ли себияя человек, созданный по образу и подобию божю разумным созданием, спустившись в преисподнию? А что там есть, то ведает один бог и грешному человеку ведать не надлежит“ .
მაგრამ ამ ადამიანურ შიშთან ერთად იყო ეკონომიკური კონკურენციის ფაქტორიც მოსკოველ ტრამვაის მფლობელებს არ სურდათ მეტროპოლიტენს მათთვის კონკურენცია გაეწია. 1917 წლის შემდეგ რევოლუციამ აღარ ისურვა ფილოსოფიურ–რელიგიურ დისპუტებში ჩართვა და 1935 წელს საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში მეტროპოლიტენი გაიხსნა. დღეს იგი მსოფლიოში სიგრძით მესამე მეტროპოლიტენია. ამ პროცსმა მალე სხვა ქალაქებიც მოიცვა: 1955 წელს მეტროპოლიტენი ამოქმედდა რუსეთის ქალაქ ლენინგრადში (სანქტ–პეტერბურგი) , 1960 წელს უკრაინის დედაქალაქ კიევში , 1966 წელს საქართველოს დედაქალაქ თბილისში, 1967 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში , 1975 წელს უკრაინის ქალაქ ხაროვში, 1977 წელს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, 1981 წელს სომხეთის დედაქალაქ ერევანში, 1984 წელს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, 1985 წელს რუსეთის ქალაქებში: გორკიში (ნიჟნი ნოვგოროდი) და ნოვოსიბირსკში. მეტროპოლიტენის ხაზები გაყვანილ იქნა ასევე რუსეთის ქალაქებში: სამარა და ეკატერინბურგი, უკრაინულ ქალაქ დნეპროპეტროვსკში, ლატვიის დედაქალაქ რიგაში და ყაზახეთი ქალაქ ალმა–ატაში.
საავტომობილო ტრანსპორტი (ავტობუსი, მიკროავტობუსი და ტაქსი ), მიწისზედა ელექტრო ტრანსპორტი (ტრამვაი და ტროლეიბუსი) და საჰაერო ტრანსპორტი (საბაგირო გზა) დიდ კონურენციას უწევენ მეტროპოლიტენს , მაგრამ მეტროპოლიტენს აქვს მათთან მთელი რიგი უპირატესობები, მეგაპოლისებში იგი ადამიანის გადაადგილებისთვის უსწრაფესი საშუალებაა , უსაფრთხოა და კომფორტული. მეტროპოლიტენი არაა უბრალოდ ტრანსპორტი , ისეთ საგანგებო ვითარებაში როგორიცაა საომარი კონფლიქტები, იგი ადამიანთა საიმედო თავშესაფარია. მეორე მსოფლიო ომის წლებში ლონდონისა და მოსკოვის მეტროპოლიტენებში სამშობიაროებიც კი იყო მოთავსებული, სადაც ასეულობით ახალი სიცოცხლე დაიბადა. მეტროპოლიტენი არ არის მხოლოდ ლითონი და მარმარილო, ის მცოდნე და მაღალი პასუხისმგებლობის ადამიანების შრომის და გარჯის შედეგია. მეტროპოლიტენში შრომა განსაკუთრებულია.
დავით არაბიძე