მიმდინარეობს საიტის განახლება

მეხანძრე–მაშველები შიმშილობას აგრძელებენ

მეხანძრე–მაშველები საპროტესტო აქციას განაგრძობენ. ექიმებმა 20-დან ერთ მოშიმშილეს შიმშილობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო აუკრძალეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება რამდენჯერმე გახდა საჭირო.

დღეს 18:00 საათზე აქციის მონაწილეებს პროფკავშირების ქალთა კომიტეტის და სხვადასხვა ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები მოინახულებენ და მოშიმშილეებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

საპროტესტო გამოსვლა და შიმშილობა მერვე დღეა მიმდინარეობს. მოთხოვნები სამსახურიდან პროკავშირული ნიშნით გათავისუფლებული 7 მეხანძრე მაშველის აღდგენისა და თბილისის სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თემურ გიორგაძის მოხსნაა.

shimsh