მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“ოჯახური თანადგომა” მეხანძრე–მაშველებს

მოშიმშილე მეხანძრე-მაშველების ოჯახის წევრებმა თბილისის მერიასთან ნორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით: “გიორგაძეს მერია მფარველობს”, “ქალთა სოლიდარობა მეხანძრეებს”, “დედები ვითხოვთ ყურადღებას”, “ჩვენ მამებს არავის დავაჩაგვრინებთ”, ირცხვილია”.

ისინი მეხანძრეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს,მერია პრობლემების მოგვარებაში აქტიურად უნდა ჩაერთოს.

მოშიმშილე მეხანძრე- მაშველები სამსახურში აღდგენასა და საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ გიორგაძის თანამდებობიდან გადადგომას უკვე კარგა ხანია მოითხოვენ. გიორგაძის წინააღმდეგ საჩივარი თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა პროკურატურაში უკვე შეიტანეს.

მოშიმშილე მეხანძრე-მაშველების ოჯახის წევრები მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე განცხადების შეტანას აპირებენ.mexanzreeebi