თბილისის რეფერალური საავადმყოფოს დამწვრობის ცენტრთან, სადაც ტყიბულში დაშავებული მაღაროელები მკურნალობენ, მეშახტეთა სოლიდარობის აქცია გაიმართა.
“უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების შრომის უსაფრთთხოება. ინსპექციამ უნდა აკონტროლოს დამსაქმებელი რა პირობებში ამუშავებს ხალხს,” – აცხადებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშა გელა ჯუღლაძე.
პროფკავშირების წარმომადგენლების ინფორმაციით, მაღაროელებს მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული და ორი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შემთხვევა, რა დროსაც 7 მაღაროელი დაშავდა მინდელის სახელობის მაღაროში გუშინ მოხდა. პროფკავშირების წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით ერთი მუშა ნახშირის მტვერის აალების შედეგად დაიწვა, ხოლო შემდეგ, მეთანის ამოფრქვევამ კიდევ 6 მაღაროელი დააზიანა. დაშავებულთა ნაწილი ტყიბულის საავადმყოფოში რჩება.