მეშახტეების სოლიდარობის აქციაზე დაკავებულ სამ პირს 3, პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს: ილია ლეჟავას და გოგა ბრეგვაძეს, ასევე აქციის ერთ-ერთი მონაწილე რამაზ მამაიაშვილს სასამართომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 250-250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით
იყვნენ დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
EMC-ის იურისტის ანი ნასრაშვილის განმარტებით, მათ სასამართლომ ჯარიმა მხოლოდ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლის დარღვევისთვის დააკისრა, ხოლო წვრილმანი ხულიგნობის მუხლი მოუხსნა.
ადვოკატის ინფორმაციით, სამივე მათგანი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
აქცია რუსთველის გამზირზე მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ ტყიბულის შახტების საშახტო აწევის ზეინკლები, კლეტის რემონტის დროს 350 მეტრზე მეტი სიმაღლიდან შახტში ჩაცვივდნენ. საწარმოო შემთხვევის შედეგად ოთხი მუშა დაიღუპა.