ეპტონ ბილ სინკლერ-უმცროსი 1878-1968 წლები,
ამერიკელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და მწერალი.
მის მიერ 1917 წელს გამოცემული რომანი “მეფე-ნახშირი”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კატასტროფა რომელსაც ავტორი აღწერს, რეალურად 1914 წელს მოხდა ერთ-ერთ სამთო მოპოვებით რეგიონში. რომანი რეალურ მოვლენებზეა აგებული. პრობლემა რომელცი აშშ-ში ასე აქტუალური იყო 100 წლის წინ – დღეს საქართველოს თავსატეხია.
გთავაზობთ ამონარიდებს რომანის მეოთხე წიგნიდან “მეფე-ნახშირის ნება”
“მკვლელი შახტა უკვე იწყებდა თავისი საიდუმლოს გამჟღავნებას. დოლურა შეუწყვეტლივ მუშაობდა, ქვემოდან ცოცხლებითა და მკვდრებით სავსე ბადია ბადიაზე ამოდიოდა, ასევე ამოდიოდა ისეთი სხეულები, რომელთა მიკუთვნება პირველი ან მეორე კატეგორიისთვის მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, თუ სპეციალური აპარატით მათ ფილტვებს ჟანგბადით გაავსებდით.”
“როგორი სამარისებური სიჩუმე დაისადგურებდა, თუკი ისეთი ადამიანი გამოჩნდებოდა, რომლისგანაც შეიძლებოდა სიახლის გაგება! და მოულოდნელად – ცოლის ან დედის სასოწარკვეთილი კივილი, რომელმაც საშინელი სიმართლე შეიტყო. მთელი ადამიანური მასის თანამგრძნობი დუდუნი, და შემდეგ კი რაიმე სასიკეთო ცნობით გამოწვეული სიხარულის ყვირილი. ადამიანთა სულების შრიალი, სანაპიროზე ქარით აშრიალებული ლერწმების მსგავსად.”
“კიდევ ერთმა ღამემ და კიდევ ერთმა დღემ გაიარა. შახტიდან ამოყვანილ იქნა ბოლო დაზარალებული და ყველა გვამი პედროში გადასვენებული, სადაც ისინი საერთო საფლავში უნდა დაეკრძალათ, რაც ძალზე დამახასიათებელია მეშახტეთა ყოფისთვის.”
“სანამ ის ყოყმანობდა, ბრძოლის ხელმძღვანელობა სხვის ხელში გადავიდა: ინგლისელმა უოჩოპმა საფეხურები აირბინა და ადამიანთა მასას სიტყვით მიმართა. იგი იყო ერთი იმ დაჩაგრულთაგანი, მეშახტეობაში დაბერებულთაგანი, მაგრამ ახლა მის ხმას გარემოებების გამო ძალა მისცემოდა: ” ეს ყაჩაღებისა და და მკვლელების ბანდაა! საითაც არ გაიხედავ ისინი ჩვენ ყველგან გვძარცვავენ! მე, მაგალითად, მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ! თქვენ?”
ატყდა საშინელი ხმაური. ჩანდა მეტის მოთმენას აღარავინ აპირებდა.
– მართალია! ჩვენ მაგათ ვაჩვენებთ!
– ვაშა! ვაშა! ჩვენ მივაღწევთ ჩვენს უფლებებს!”
დავით არაბიძის თარგმანი