ავსტრიის პროფესიული კავშირების ფედერაციის (OGB) საერთაშორისო მდივანი მარკუს შტრომეიერი, რომელიც საქართველოში ავსტრიის პრეზიდენტთან – ჰაინც ფიშერთან და ავსტრიის პროფკავშირების ფედერაციის თავმჯდომარესთან – ერიხ ფოგლერთან ერთად ჩამოვიდა და უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში თბილისში გამართულ ბიზნესფორუმში და ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე – ირაკლი პეტრიაშვილთან გამართულ უმაღლესი რანგის შეხვედრებში ღებულობდა მონაწილეობას, მიმდინარე წლის 20 მაისს, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის – თამაზ დოლაბერიძის მიწვევით სს ,,მინა“-ს ქსნის მინის ტარის მწარმოებელ ქარხანას ესტუმრა და შეხვედრა გამართა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტთან.
შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს კომპანიის მხრიდან დასაქმებულებისა და ზოგადად შრომითი პროცესების მიმართ ჰუმანური, ადამიანური და პარტნიორული დამოკიდებულებების შესახებ, მაგრამ ამავე დროს საუბარი შეეხო არსებულ პრობლემებსაც, მაგალითად კოლექტიურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის საბოლოო თანხმობის მიუღწევლობა, დამცავი საშუალებების რაოდენობასთან, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებასთან, სასადილოში საკვების ხარისხთან დაკავშირებული საკითხები.
სტუმართან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია, დარგობრივი პროფესიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ გვენეტაძე, შპს RMG GOLD-ის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯონი რთველაძე და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ბრეგვაძე
სს ,,მინა“-ს გენერალურმა დირექტორმა, უმით ჰაკკი აიდოღანმა საკმაოდ თბილი და საქმიანი მასპინძლობა გაუწია სტუმრებს და შეხვედრაზე კომიტეტის წევრების მიერ გამოთქმულ საკითხებთან დაკავშირებითაც ადექვატური რეაქცია გამოამჟღავნა – მან თქვა, რომ უკანასკნელ პერიოდში პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო მოუწია ხანგრძლივი მივლინებებით საზღვარგარეთ ყოფნამ, რის გამოც ვეღარ მიაქცია ყურადღება ამ საკითხებს და განაცხადა, რომ აუცილებლად დაინტერესდება ამ პრობლემებით…
კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ სტუმარს და პროფკავშირის ხელმძღვანელებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ქარხნის, როგორც საწარმო, ასე საყოფაცხოვრებო ბლოკები და უშუალოდ სამუშაო პროცესი.
ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას ქარხანაში არსებული საშხაპეების, გასახდელების, სველი წერტილების, მოსასვენებლი პავილიონების, სპეცტანსაცმლის სამრეცხაოს მდგომარება.