მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“მასწავლებლები ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის“

2012 წლის ნოემბრიდან ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციამ და განათლების ინტერნაციონალმა საერთაშორისო პროექტი ,,მასწავლებლები ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის“ 4 ქვეყანაში – ეგვიპტე, საქართველო, ჰუნდურასსა და ზიმბაბავეში დაიწყო.

ერთი წლის შემდეგ, ბრიუსელში 2013 წლის 20 ნოემბერს, პროექტის 4 პარტნიორი ქვეყნის პრეზენტაციები განათლების ინტერნაციონალის განვითარების პროგრამების 4 დღიან კონფერენციაზე გაიმართა და მომზადდა შემდგომი სტრატგიები.

საერთაშორისო პროექტი ,,მასწავლებლები ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის“ 4 ქვეყანაში, თავისუფალი პროფკავშირების განვითარებისა და გაძლირებისათვის დაიწყო.

2012 წლის 1 დეკემბერი, ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის პრეს-რელიზი ვაშინგტონში, 2012 წლის 1 დეკემბერს სიმბოლურად ადამიანის უფლებების დაცვის დღის აღნიშვნისას საერთაშორისო პროექტის დაწყება გამოცხადდა.

https://www.aft.org/newspubs/press/2012/121012.cfm

ვაშინგტონი – მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მუდამ გვახსენებს, რომ დიდი გამბედაობა და მზიანსწრაფულობაა საჭირო, დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების ამაღლებისა და შენარჩუნებისთვის. ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციამ და განათლების ინტერნაციონალმა 2012 წლის 10 დეკემბერს მასწავლებელთა პროფკავშირების გაძლირების, ადამიანისა და დასაქმებულთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს ახალი საერთაშორისო პროექტის დაწყება აღნიშნა.

ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის პრეზიდენტი, რენდი ვაინგარტენი: „დემოკრატიის ორ ქვაკუთხედს წარმოადგენს – ხარისხიანი ზოგადი განათლების სისტემა და დამოუკიდებელი პროფკავშირული მოძრაობა. ეს პროექტი დაეხმარება მასწავლებლებს დაიცვან ადამიანის უფლებები და მოახდინონ საზოგადების ყურადღების მობილიზება სკოლებსა და საზოგადოებაში, უფლებების კულტურის დაცვის ამაღლების მიზნით“.

,,განათლების პროფკავშირები მსოფლიო მასშტაბით, საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის დღეს ერთად დგანან, რომ დაიცვან ფუნდამენტალური უფლებები, განვითარდება პარტნიორი ორგანიზაციების შესაძლებლობები, რათა უზრუნველყონ დემოკრატიის, მათ ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“ – განაცხადა ფრედ ვან ლოუვენმა განათლების ინტერნაციონალის გენერალურმა მდივანმა

პროექტი,,მასწავლებლები ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის ამაღლებისთვის“ უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და პროფკავშირებს, რათა მათ იცხოვრონ და იმუშაონ ღირსეულად, უზრუნველყონ დემოკრატიული უფლებების, როგორციაა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება, თითოეული ბავშვი ხარისხიანი განათლების მიღების უფლებით. პროგრამა 4 ქვეყანაში- ეგვიპტე, საქართველო, ჰუნდურასი, ზიმბაბვე დაიწყო, სადაც ბოლო დროს სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენები და გარდამავალი სოციალური პროცესები მიმდინარეობს.

პროგრამა ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის განათლების ფონდის კოორდინირებითა და განათლების ინტერნაციონალის მასწავლებელთა პროფკავშირებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პარტნიორი ორგანიზაციები ხელისუფლებებთან თანამშრომობით, ტრენინგების, ცნობერების ამაღლებისა ვორქშოპებისა და საზოგადოებრივი შეხვედრების ორგანიზება, შექმნიან საგანმანათლებლო, ცნობიერების ამაღლების პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ტოლერანტობას, ჩართულობასა და ადამიანისა და დასაქმებულთა უფლებების ფუნდამენტალური უფლებების დაცვას.

განათლების ინტერნაციონალის წევრმა ორგანიზაციამ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა (სპმთპ), პარტნიორი ორგანიზაციის ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის მხრიდან გაწეული მხარდაჭერითა და განათლების ინტერნაციონლის თანადგომით შეძლო მასწავლებელთა ერთადერთი თავისუფალი, დემოკრატიული, პროფკავშირის შენარჩუნება, ზეწოლის მიუხედავად მასწავლებლების ინტერესების დაცვა და საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა.

წყარო: “საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი” (სპმთპ)