მიმდინარეობს საიტის განახლება

მარტყოფში მძღოლების პროტესტს ტრანსპორტის პროფკავშირი შეუერთდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ნავთლუხი-მარტყოფის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მინაწილეები აცხადებდნენ, რომ სოფელში კიდევ ერთი ავტოსადგური გაიხსნა, რომლის მეპატრონე, ვინმე ნერონ გოგოჩაშვილი ახალი ტრანსპორტის შემოყვანას გეგმავს, მათ კი უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.

“18 წელია ნავთლუღი-მარტყოფის ხაზზე მძღოლად ვმუშაობ. ნერონ გოგოჩაშვილს გარდაბნის ახალი გამგებელი მფარველობს, ავტოსადგურის შენობა მას მწვანე ზოლში დარღვევით ააშენებინეს, ახალი მარშრუტკების შემოყვანას გეგმავს და ჩვენ უმუშევარს გვტოვებენ. მგზავრთა ნაკადი ისეთი არ არის, რომ ჩვენს გარდა, დამატებით სხვა მძღოლებმა ან ფირმამ იმუშავოს”, – განაცხადა  აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ზაზა სახლთხუციშვილმა.

მძღოლების საპროტესტო აქციას საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანიაც შეუერთდა. ალანიას განცხადებით, ახალი მარშრუტკების შეყვანა არა მხოლოდ მარტყოფში, არამედ ნორიოში, საცხენისში და ვაზიანშიც იგეგმება, რაც ამჟამად მომუშავე მძღოლებს სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს. ეს პროცესი არ შეჩერდება მანამდე, სანამ კანონში ტრანსპორტის შესახებ საქალაქთაშორისო მარშრუტებზე შესაბამისი რეგულაციები არ დაწესდება და ცვლილებები არ შევა, რომელითაც მძღოლთა უფლების დაცვა მოხდება. ამჟამად მოქმედი კანონით ახალი ხაზის გახსნა ნებისმიერ პირს შეუძლია, ვინც კი ავტოსადგურს გახსნის და ტრანსპორტს შეიყვანს.lavr