საქართველოში კორუფციული გარიგებების განსაკუთრებული პოპულარობა ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან დაწყო. საქართველოში მყოფი რუსი მოხელე-ჩინოვნიკების დიდი ნაწილი კორუმპირებული იყო და მათი ქცევიდან გამომდინარე საქართველოში დამკვიდრდა ბევრი არაჯანსაღი შეხედულება. კერძოდ ქართველებმა ირწმუნეს, რომ უფულოდ ვერაფერს მიაღწევ, მოსამართლის ქრთამით მოსყიდვა შეიძლება, თანამდებობაზე ყოფნა უკვე ქრთამისტობას ნიშნავს და სხვა ამისთანანი.
სიტყვებს: “კორუფცია“, “კორუმპირებული“, “მექრთამე“ – ქართველი პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლებიდან სულ უფრო ნაკლებად მოისმენთ. თუკი ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოცემულ ქართულ ბეჭდურ პრესას გადავხედავთ და ტელესიუჟეტებს დავაკვირდებით, ეს ტენდენცია განსაკუთრებით ფართო 2007 წლის ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ გახდა.
კორუფციის პრობლემის ასეთი თვალშისაცემი უგულველყოფა უპირველესად რა თქმა უნდა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პერსონებისაგან არის გასაკვირი, რადგან ეს ის საკითხია, რომელის ძირეულად მოგვარება ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი ვერ მოხერხდა და მაშ რატომ უშვებს ქართული ოპოზიცია ასეთ, ერთი შეხედვით “მსუყე” პოლიტიკურ ლუკმას ხელიდან? ქართული პოლიტიკის ავან-ჩავანში სულ მცირედით ჩახედულმა ადამიანმაც კი იცის, ძირითადი ქართული პოლიტიკური პარტიები განსაკუთრებით რომელ პრობლემურ და არამხოლოდ პრობლემურ საკითხებზე სვამენ აქცენტებს. სოციალური საკითხების აქტუალიზებაში უდავოდ ლიდერია “ლეიბორისტული” პარტია, ხელისუფლების მხრიდან დასავლური ღირებულებების უგულველყოფაზე როგორც წესი “ნაციონალები” აპელირებენ,
ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ საქართველოში კორუფციის მაღალ მასშტაბებზე პოლიტიკოსების მუდმივი აპელირება მომგებიანი შესაძლებელია აღარ არის და ქართულ ელექტორატს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი სოციალური თუ პოლიტიკური საკითხები აწუხებს, ანდა კორუფციის დონე მართლაც შემცირდა და უბრალოდ აზრი დაეკარგა ამ საკითხის ხშირად წინ წამოწევას.
ქართველი ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ტენდენციას (თუკი ყოველივეს ამას საერთოდ შეიძლება ტენდენცია ვუწოდოთ) უმთავრესი მიზეზი მაინც შესაძლებელია ქართული ძალოვანი სტრუქტურტების მიერ კორუმპირებული ჩინოვნიკების პერიოდული დაჭერები იყოს. ანუ, შიდა სამთავრობო ანტიკორუფციულმა წმენდებმა სიტუაცია ძირეულად შეცვალა და მრობლემემაც ამის გამო დაკარგა აქტუალობა.
მხოლოდ 2013 წლის განმავლობაში, ქართული საინფორმაციო სააგენტოების (რომელთაც ინფორმაცია ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა) მიერ, 26-ჯერ გახდა საზოგადოებიისათვის ცნობილი კორუფციაში მხილებული მსხვილი თუ შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკების შესახებ. ჩინოვნიკების უმეტესობა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ამ შემთხვევებზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები როგორც წესი განცხადებებს არ აკეთებენ. ბოლო დროს შეინიშნება ტენდენცია, რომ ქართველი პოლიტიკოსები კორუფციის ფაქტების დამგმობთა ნაცვლად უფრო ხშირად დაკავებული (ქრთამის ამღები) ჩინოვნკების უფლებების დამცველების როლში გვევლინებიან.
შედარებისთვის, თუკი თვალს გადაავლებთ შედარებით ძველ, დაახლოებით 7-10 წლის წინანდელ ქართულ პრესას, ძალიან ადვილად შეამჩნევთ, რომ, იმ პერიოდისათვის საზოგადოების და პოლიტიკოსების ერთ-ერთი უმთავრესი განსჯის საგანი სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ბრძოლის დაწყების აუცილებლობა იყო. იმ პერიოდის თითქმის ყველა ქართული გაზეთის წამყვანი პუბლიკაციები კორუფციის დიდ მასშტაბებს ეხებოდა. გარდა ამისა, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხშირად ტარდებოდა კვლევები, რომელთა გამოისობითაც, ცნობილი ხდებოდა ამა თუ იმ ჩინოვნიკის დანაშაულებანი და ამ მოვლენებს ქართული ტელევიზიებიც სისტემატიურად აშუქებდნენ.
დღეს ქართული ტელევიზიების მესვეურები აცხადებენ, რომ კორუფციის თემისადმი მათთ შედარებით ნაკლები ინტერესი უპირველესაც საზოგადოების მხრიდან ინტერესის დაკარგვის გამოა. გარდა ამისა, ქართული ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციული “კვების” წყაროს როგორც წესი ქართველი პოლიტიკოსების აქტივობები წარმოადგენს. ქართველი პოლიტიკოსები კი ჯერ ისევ ჯიუტად ატრიალებენ მათსავე მიერ განხილულ ისეთ თემებს.
თუმცა რეალობამ აჩვენა, რომ დღის, კვირისა თუ თვის აქტუალური თემები, რომლებიც შემდეგ დიდი განსჯის საგანი ხდება, საზოგადოებიდან როგორც წესი არ მოდის. ყველა გზას ისევ ქართულ საინფორმაციო საშუალებებამდე მივყავართ, რომლებიც როგორც უკვე ვთქვით, ქართველი პოლიტიკოსების აქტივობებს ეყრდნობიან.
(სტატია პირველად გამოქვეყნდა გაზეთ “სილიდარობაში”)