მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

კორეის პროფკავშირის ოფისში პოლიცია შეიჭრა! სოლიდარობა კორეელ რკინიგზელებს!

ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ სამხრეთ კორეაში რკინიგზელთა გაფიცვა იგეგმებოდა. კორეელ რკინიგზელებს საქართველოს პროფკავშირმა უკვე გამოუცხადა სოლიდარობა. რკინიგზელებს თავიდანვე  ჰქონდათ ეჭვი, რომ სახელმწიფო ძალას გამოიყენებდა, რათა შეეჩერებინათ გაფიცვა. სამწუხაროდ მათი შიში გამართლდა.

გაფიცვის დაწყებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, კორეის სახელმწიფომ სასტიკ სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართა.

რამოდენიმე საათის წინ, რკინიგზელთა პროფკავშირების ოფისებში პოლიცია შეიჭრა და პროფკავშირს კონფისკაციის გზით ყველა კომპიუტერული ჩამოართვეს. პროფკავშირების ლიდერებზე გაიცა დაკავების ბრძანებები – ამჟამად ისინი იმყოფებიან უსაფრთხო ადგილას. კორეის მედია აცხადებს, რომ ჯარი მზადაა დაარბიოს გაფიცულები და შეასრულონ შტრეიხბრეკერების როლი. მეტროს მუშაკები ემზადებიან გაფიცვისათვის. რკინიგზელთა სოლიდარობის მიზნით სეულში შესაძლებელია სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზება მოხდეს.

ყველა ადამიანის მოვალეობაა, რომ ფართო მობილიზაცია მოვახდინოთ და ამ გზით დახმარება გავუწიოთ კორეელ რკინიგზელებს. ეს მუშაკები დღეს არიან ფრონტის პირველ ხაზზე და იბრძვიან ნეო–ლიბერალური უსამართლო მიდგომების წინააღმდეგ. ისინი იცავენ ადამიანის უმთავრეს უფლებებს როგორიცაა: თავისუფალი პროფკავშირების შექმნისა და გაფიცვის უფლებები.

თუ ჯერ არ გაგიგზავნიათ მხარდაჭერის წერილი, შედით ამ მისამართზე და თანადგომა გამოხატეთ კორეელი რკინიგზელების მიმართ: http://bit.ly/1c8Uao8

ასევე კარგი იქნება, თუ “ფეისბუკზე“ გაუზიარებთ თქვენს მეგობრებს და ზოგადად რაც შეიძლება მეტ ადამიანს ამ ბმულს: http://bit.ly/1c8Uao8

ასევე შეგიძლიათ მხარდაჭერა გამოხატოთ “ტვიტერის“ მეშვეობით: Hands off the Korean railway strikers!http://bit.ly/1c8Uao8 @labourstart

ამ ინფორმაციის გადაგზავნა ასევე შეგიძლიათ თქვენი ელექტრონიული ფოსტის მეშვეობით.

“ლაბორ–სტარტი“ წუთი წუთზე ანახლებს ინფორმაციას ამ გაფიცვისა და სხვა პროფკავშირული ამბების შესახებ. მიადევნეთ თვალი კორეაში მიმდინარე მოვლენებს ამ ბმულზე:  http://www.labourstart.org

ასევე შექმნილია ზემოთაღნიშნული საგაფიცვო მოძრაობის სპეციალური “ფეისბუქ–გვერდი”: https://www.facebook.com/pages/Support-railway-workers-right-to-strike-in-Korea/623128284413850korea