გაზეთი “ცნობის ფურცელი” 1886 წელი
ტფილისში ცხენის რკინის გზის “კონკების” მფლობელს, კონდუქტორები “აუჯანყდნენ,” ჯამაგირებს გვაკლებს და მეტად ცუდ მდგომარეობაში ვართო. მეამბოხეებმა არზა დაწერეს და ხსენებული გზის გამგეობას წარუდგინეს.
გამგეობამ მომჩივნებს უარი უთხრა. რის გამოც 1886 წლის 14 თებერვალს დილით ყველა კონდუქტორმა მიანება სამუშაოს თავი და იუნკერების სკოლის მოედანზე /დღევანდელი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია/შეგროვდნენ და უარი განაცხადეს ვაგონის ტარებაზე.
ისინი თხოულობდნენ, იმას რაც ერგებოდათ _ ჯამაგირი მიეცათ და გაესტუმრებინათ. ეს ფაქტი ქალაქის ხელმძღვანელობისათვის უჩვეულო აღმოჩნდა. მანამდე იყო სხვადასხვა მოთხოვნები ცალკეულ წაროებებში მაგრამ ქუჩაში გამოსვლა და მოთხოვნათა ღიად დაფიქსირება არავის ენახა. საგონებელში ჩავარდნილმა “უპრავამ” სასწრაფოდ მოიწვია საგანგები სხდომა, რომელსაც მომიტინგე კონდუქტორებიც დაასწრეს.
კონდუქტორების მაღალი დონის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ ჯამაგირები არ დაეკლოთ. გულდამშვიდებული ორიოდე ათეული კონდუქტორი, თავიანთი ქმედებით კმაყოფილნი ღვინის აღმართის მახლობლად წარმატების აღსანიშნავად შეიკრიბა. და მხოლოდ მეორე დღის დილის 9 საათზე დაიწყეს ვაგონებმა მოძრაობა.