პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დღეს დაიწყო გაეროს კლიმატის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი. პროფკავშირული მოძრაობა გამოთქვამს შეშფოთებას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით და ამბობს რომ ეს გლობალურად ახდენს გავლენას დასაქმებაზე.
“თუ ვერ შევძლ;ებთ ტემპერატურის 2 გრადიუს ცელსიუსით მატების შენარჩუნებას, მეცნიერების დასკვნებით კლიმატის ცვლილებების მძიმედ იმოქმედებს ეკონომიკის ყველა სექტორზე – განაცხადა შარონ ბაროუმ, საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა. მთავრობებებმა უნდა დაანახონ მშრომელებსა და მათ შვილებს თავიანთი შესაძლებლობები, რათა მშვიდობიანად მიიღწეს მდგრადობა.“ – დასძინა მან
ბაროუმ გააკრიტიკა პოლონეთის მთავრობა, რომელიც მასპინძელი ქვეყანაა და რომელმაც ვერ შეძლო გამოემჟღავნებინა ლიდერობა ჟანგბადის ჭრასთან დაკავშირებით და ვერ ჩაერთო თავიდანვე გაეროს მოლაპარაკებებში “ქვანახშირი და კლიმატის“ შესახებ.
“პოლონეთი არ არის ერთადერთი ვინც აჭიანურებს ნაბიჯების გადადგმას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს ისინი ცდილობენ უკან დახიონ ნებისმიერი პროგრესი და შეუერთდნენ ეგრეთ წოდებულ “ნახშირბადის კლუბს,“ სადაც შედიან ის ქვეყნები, რომლებიც კლიმატის ცვლილებების ხარჯზე საფრთხეს უქმნიან სუფთა სამუშაო ადგილებსა და ზოგადად პლანეტის მომავალს.“ – განაცხადა მან.
გაეროს მოლაპარაკებების ეს რაუნდი იხსნება მზარდი უთანასწორობის, უმუშევრობისა და სოციალური ქაოსის კონტექსტში მთელს მსოფლიოში. მთავრობები ვალდებულები არიან დააგვანახონ ეკონომიკის განვითარების ალტერნატიული მეთოდები, რაც უზრუნვეყოფს პლანეტაზე ღირსეული ცხოვრების გარანტიას.
“ჩვენ მომავლისათვის გვჭირდება სამუშაო ადგილები ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და მშენებლობის სექტორებში, რომლების უნდა შეიქმნას ახლა“ – განაცხადა ბაროუმ. “ყველა სექტორში მწვანე პოლიტიკის დანერგვა მოგვცემს კარგი ხარისხის სამუშაო ადგილებს. იმ შემთხვევაში თუ მთავრობები არ გადასცემენ მთავარ “სიგნალს“ მოლაპარაკებების რაუნდის დროს, რომ კლიმატის გზა არის ეკონომიკის განვითარებისკენ მიმართული გზა, მაშინ მათი პოლიტიკა დარჩება ოცნებად…“
ვარშავის ცლიმატის შესახებ კონფერენცია ცხადად გამოხატავს, მთავრობები როგორ და როდის წარმოადგენენ ემისიის შემცირების საშუალებებს.
“პროფკავშირული მოძრაობა პოლონეთში მოითხოვს რეაგირებას ამ პრობლემის შესახებ და მხარს დაუჭერს იმ მშრომელებს, რომელთა მთავრობებსაც უწევთ ტრანსფორმაციის პირობებში მდგრად ეკონომიკაზე გადასვლა. სოციალური სამართლიანობითვისა და კლიმატისთვის უნდა ვიბრძოლოთ ერთად.“
საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის მიერ შემუშავებული კონცეფციის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე.
http://www.ituc-csi.org/climate-change-is-putting-jobs-at