შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროკავშირის ორგანიზებით, კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა ასოციაციის და მთავრობის წარმომადგენლების გარდა, პარლამენტის რამდენიმე წევრიც ესწრება…
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რაც შრომის უსაფრთხოების კანონს გააჩნია.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების პოზიციით, კანონი არ აკმაყოფილებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რამდენიმე კონვენციის მოთხოვნებს და დავიწროვებულია კანონის გავრცელების არეალი. შრომის ინსპექციის მართვაში სოციალური პარტნიორობის მხარეების ჩაურთველობა კი უამრავი კითხვის ნიშანს აჩენს მის ეფექტურობასთან დაკავშირებით.