მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

კაზრეთში გაფიცვა მუშების გამარჯვებით დასრულდა!

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, კომპანია -ის ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის, რომლების სპილენძის და ოქროს მომპოვებელ კარიერებზე და გადამამუშავებელ ფაბრიკაში მუშაობენ – შრომითი კონფლიქტი დასრულდა…

11-დღიანი გაფიცვის შემდეგ დამსაქმებელმა და პროფკავშირმა, რომელიც დასაქმებულთა სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებებს, შეთანხმების ტექსტი შეიმუშავა, რომელიც გააცვნეს გაფიცულებს, რის შემდეგაც გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კალანდაძემ და გაფიცულთა მხრიდან შერჩეულმა ჯგუფმა ხელი მოაწერეს.

შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ამაღლება, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება, განუსაზღვრელ ვადიანი შრომითი კონტრაქტების გაფორმება, მე-13 ხელფასის დარიცხვა, გაფიცვის პერიოდში გაცდენილი დღეების ანაზღაურება და ორი თვის განმავლობაში სახელფასო დონის გაუმჯობესების მეთოდების შემუშავება – აი დაახლოებით ეს გახლავთ შეთანხმების მოკლე შინაარსი…

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ულოცავს კომპანიის ადმინისტრაციასაც და დასაქმებულებსაც ამ კრიზისის დასრულებას! იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა!