დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ბოლნისის რაიონის დაბაკაზრეთის საბადოს გაფიცულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მუშები ადმინისტრაციის შენობასთანმსვლელობით მივიდნენ. მუშებს თან ჰქონდათ “ქართულიოცნების” დროშები.
როგორც გაფიცული მუშები აცხადებდნენ, მათ მხარი “ქართულოცნებას” დაუჭირეს და ახლა სურთ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ. მუშების განცხადებით,უკვე დიდი ხანია, რაც გაფიცულები არიან და საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ. მუშების განცხადებით,მათ მონურ პირობებში მუშაობა უწევდათ და როდესაც ეს გააპროტესტეს, 180-ზე მეტი ადამიანი სამსახურიდანგაათავისუფლეს. ამის შემდეგ მათ სოლიდარობა სხვა მუშებმაც გამოუცხადეს და უკვე რამდენიმე კვირააგაფიცულები არიან.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ მუშებს პლაკატები აჰქონდათ წარწერით – “ოქროს გამოდნობასიცოცხლეს ადნობს”, “ჩაერიე”, “ჩვენი შვილების მკვლელები” და სხვა. აქციის მონაწილეები მთავრობასსთხოვენ მათი პრობლემები მოისმინონ და დაეხმარონ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებიოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ბოლნისის რაიონიდან ჩამოსული გაფიცული მუშებისუკმაყოფილება აქციაზე ჯონდი ბაღათურიას და დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოჩენამ გამოიწვია.
როგორც ისინი აცხადებდნენ, არ აქვთ არანაირი პოლიტიკური მოთხოვნა. მათ აქვთ შრომითი დავა და ესარანაირად არ უკავშირდება პოლიტიკას. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ნაკლებად აინტერსებს, ვინ იქნება კანცელარიაში და მათთვის მთავარია, მოგვარდეს მათი პრობლემები. აქციის მონაწილეებმა ჯონდი ბაღათურიასმოს თხოვეს, აქცია დაეტოვებინა, რადგან არ სურდათ რაიმე პოლიტიკური სარჩული მისცემოდა დღევანდელ აქციას. მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარეკება, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქცია მაინც არ დატოვეს.
უკვე შემდეგ ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებთან საუბარში გააკრიტიკა დღევანდელი ხელისუფლება დააღნიშნა, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს დასაქმებული ადამიანებისთვის და მათი უფლებების დაცვისთვის.
ამის შემდეგ, კაზრეთის საბადოს გაფიცული მუშები საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში მოლაპარეკებებზე შევიდნენ. როგორც მათ თავიდან განაცხადეს, ზუსტად არ იცოდნენ, ვის უნდა შეხვედროდნენ , თუმცა მათი მოთხოვნა იყო, რომ შეხვედრა შემდგარიყო პრემიერთან და პირადად გააცნოთ პრემიერისათვის საკუთარი მოთხოვნები. პრემიერის აპარატში აქციის ოთხი მონაწილე შევიდა.
შეხვედრიდან გამოსულმა მუშებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ორშაბათს დაბა კაზრეთში ჩავლენ და არსებულ სიტუაციას უშუალოდ გაეცნობიან. დასაქმებულებს იმედი აქვთ, რომ მათი სამართლიანი მოთხოვნები დადებითად ამ შეხვედრის შემდეგ მაინც გადაწყდება