გერმანიაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი სამძიმარს უცხადებს თურქეთში სამუშაო ადგილზე გარდაცვლილ მეშახტეთა ოჯახებს და მთლიანად თურქ ხალხს.
ასევე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე სოლიდარობას უცხადებს თურქეთის პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ გაფიცვას და აღნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მომხდარი უბედური შემთხვევები, საქართველოში არსებული შახტების სიმცირიდან გამომდინარე არ იყო ისე მასშტაბური, თორემ ჩვენს მაღაროებში შრომის უსაფრთხოების სტანდარტები თურქეთზე ბევრად დაბალია.
ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ვიდრე შრომის ინსპექცია არ იარსებებს ქვეყანაში მანამ ეს საფრთხე იქნება და კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს ფააფუძნოს ეს ინსტიტუტუცია და არ აყვეს ხელისუფლება ,”კაზინოს ტიპის“ ეკონომისტებს და ე.წ. ბიზნესმენებს.