მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი: “სიცხეში ადამიანის ფიზიკურად დატვირთვა არ შეიძლება”

„40 გრადუსის ზემოთ მუშაობა აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ნებისმიერი ექიმი დაადასტურებს, რომ ასეთ სიცხეში ადამიანის ფიზიკურად დატვირთვა არ შეიძლება. მომუშავე ადამიანს სამსახურში შესაბამისი პირობები უნდა შეექმნას”, – ამის შესახებ “ლიბერალს” საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ  უთხრა.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, შრომის კოდექსი ადამიანის სამუშაო პირობებს აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის – მაღალი ტემპერატურის დროს შესაძლო რისკებს.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, 2013 წელს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას პარლამენტმა აღნიშნული ინიციატივა არ მიიღო, 2006 წლამდე მოქმედი შრომის კოდექსი კი ამას, ითვალისწინებდა. პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, ადამიანის უფლებების ახალი პაკეტის შემუშავებისას მაღალი ტემპერატურის დროს სამუშაო პირობები აუცილებლად ჩაიწერება.

რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, მისი თქმით, ასეთი აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სამუშაოს შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს.

მაგალითად, შარშან ნეაპოლის პრემიერმა მაღალი სიცხის გამო უქმე დღეები გამოაცხადა. პეტრიაშვილის თქმით, ეს ისრაელშიც დამკვიდრებული პრაქტიკაა, საქართველოში კი ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა.

დღეს აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი სიცხეა მოსალოდნელი. ყველაზე მაღალი ტემპერატურა კახეთში დაფიქსირდება – საშუალოდ, 41 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსს მიაღწევს.irakli