დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების საპრესკონფერენციო დარბაზში გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ლეჟავა მედიის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში პროფკავშირების სარჩელის მიღებასთან დაკავშირებით ესაუბრნენ.
ირაკლი პეტრიაშვილმა პირველყოვლისა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სამუშო დროის ხანგრძლივობა წინა კოდექსთან შედარებით საგრძნობლად გაუარესებულია.
პროფკავშირები საკონსტიტუციო სასამართლოსგან შრომის კოდექსის
კოდექსის მე 14 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციორად ცნობას ითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის მე 14 და 30 მუხლთან მიმართებით. აღნიშნული პუნქტი ადგენს კვირაში 48 საათიან სამუშაო დროს სპეციფიკური რეჟიმის საწარმოებში დასაქმებულთათვის. გამომდინარე იქიდან, რომ ნორმირებული სამუშაო დროდ განსაზღვრულია 40 საათი, ხოლო სპეციფიკური დარგებში მომუშავეთათვის 48 საათი წესდება- ეს იმთავითვე დისკრიმინაციულია რადგან ავალდებულებს დასაქმებულთა ერთ ნაწილს იმუშოს 8 საათით მეტი და არღვევეს მათ შრომით უფლებას.
პეტრიაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ სპეციფიკური რეჟიმის დარგების ჩამონათვალი მთავრობამ დაადგინა გასული წლის 11 დეკემბერს და იფი ეკონიმიკის ფაქტობრივად ყველა სფეროს მოიცავს, თუმცა მთავრობას არ დაუდგენია სპეციფიური რეჟიმის საწარმოების ნუსხა. აქედან გამომდინარე დასაქმებულს ეძლევა უფლება სპეციფიკური რეჟიმის პირობით ამუშაოს ისინიც კი ვისზეც რეალურად სპეციფიკური რეჟიმი არ ვრცელდება და ვისზეც არ არის დამოკიდებული საწარმოს უწყვეტად მუშაობა.
შეგნებულმა შეცდომებმა თუ შემთხვევით დაშვებულმა ლაფსუსებმა უამრავი შეუსაბამობა გამოიწვია. ნაცვლად იმისა, რომ ახალი კანონმდელბობით დადგენილიყო სამაშაო ხანგრძლივობის ნორმად კვირაში 40 საათი, საბოლოო ჯამში დადგენილებით მივიღეთ ნორმად 48 საათიანი სამუშაო კვირა, 40 საათიანი კი გამონაკლისია.
სამუშო დროის ხანგრძლივობა წინა კოდექსთან შედარებით საგრძრძნობლად გაუარესებულია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ზეგანაკვეთური ანაზღაურების გადახდასთან დაკავშირებული საკითხიც.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის თქმით შეუსაბამობებია არა მხოლოდ კანონმდებლობის ნორმებს შორის, არამედ ტერმინოლოგიის თავლსაზრისითაც. კანონში დაშვებული ხარვეზების გამო მრავალი საწარმოო კონფლიქტი უკვე წარმოიშვა, მათ შორის ვითარება კვლავ რთულია და ეს პრობლემური საკითხები სწრაფ გადაჭრას საჭიროებენ.