მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო პროფკავშირების გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

 

 

 

ვენაში საერთაშორისო პროფკავშირების გენერალური ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ირაკლი პეტრიაშილი პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის და ტიტულარული წევრის რაგნში მონაწილეობს. პეტრიაშვილი საერთაშორისო პრ15302430_10210137185200574_2089817050_oოფკავშირების წარმომადგენლების წინაშე სიტყვით წარსდგა და საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

 

პეტრდიაშვილი გამოსვლაში ხაზგასმით შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ევროპისათვის როგორიც არის მიგრაცია, ღირსეული შრომის საკითხები, მშრომელთა უფლებების დაცვის დეფიციტი რეგიონალური და გლობალური მასშტაბით.  პეტრიაშვილმა ისაუბრა განათლბის საყოველთო ხელმსაწვდომობის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით პროფკავშირების როლის და საქმიანობის მნიშვნელობაზე.

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფ14883555_10154248924908073_4661187713852987367_oკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის-ს გენერალურ მდივანს გაი რაიდერს და პროფკავშირების საერთარისო კონფედერაციის გენერალურ მდივანს შარონ ბაროუს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პროკავშირების გამოწვევებზე, წარმატებებზე და პრობლემებზე. მათ შორის ესაუბრა საქართველოს ფოსტასა და რკინიგზაში პროფკავშირების დევნის და შევიწროვებს ფაქტების შესახებ, შრომის ინსპექციისთვის ბერკეტების და სანქცირების უფლების მინიჭების კუთხით არსებულ ვითარებაზე, საქართველოს პროფკავშირების საკნანმდელბლო ინიციატივებზე, მიმდინარე დავებზე და საკნსტიტუციო სარჩელებზე .

ასამბლეის წლევანდელი სხდომა საიუბილეო თარიღს დაემთხვა. პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია დაფუძნებიდან მე 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ავსტრიის პრეზიდენტმა დელეგატებს ამ დღესთან დაკავშირებით პარლამენტში უმასპინძლა.

15303932_10210137621331477_2125301894_o