საარჩევნო კონფერენცია 15 დეკემბერს, ევროპის ე.წ დიპლომატიურ დედაქალაქში, ბრიუსელში გაიმართება. საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტად ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, პოლონეთის პროფკავშირმა “სოლიდარნოსტ”-მა წარადგინა.
პროფკავშირების კონფედერაციის პან ევროპული ორგანიზაცია, სტრუქტურულად ევროპის კონტინენტის ყველა ქვეყანის პროფკავშირებს აერთიანებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრებს და მილიონობით დასაქმებულის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს ღია მხარდაჭერას უცხადებენ საფრანგეთის, პოლონეთის, გერმანიის, ავსტრიის, ბალკანეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კუთხით, ასეთი მაღალი რანგის თანამდებობაზე საქართველოს საკუთარი წარმომადგენელი ჯერ არ ჰყოლია და გამარჯვების შემთხვევაში ეს არა მარტო საქართველოს პროფკავშირების, არამედ ქვეყნის დიდი მონაპოვარიც იქნება, რადგან ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს, როგორც დემოკრატიული განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნის მიმართ, ევროპის ქვეყნების ინტერესს.
ასეთ მაღალ საერთაშორისო თანამდებობაზე, პეტრიაშვილის წარდგენა თავისთავად ნიშნავს საქართველოს პროფკავშირების საერთაშორისო აღიარებას.