მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი მე–13 პოლიკლინიკის ექიმებს შეხვდა

poliklinikaთბილისის მე–13 პოლიკლინიკის ექიმები სამედიცინო დაწესებულების დირექტორს კორუფციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომომას მოითხოვენ. თუკი დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს, ექიმები შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან. როგორც მედპერსონალის წარმომადგენლები ამბობენ, პოლიკლინიკის შენობა, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის 13 ნომერში მდებარეობს, უკანონოდ იყიდება და პოლიკლინიკის ექიმები სხვა შენობაში გადაჰყავთ, სადაც ექიმების განმარტებით, პოლიკლინიკის მუშაობისათვის არანაირი პირობები არ არსებობს.
ვითარებში გასარკვევად, პოლიკლინიკაში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, კახა საკანდელიძე მივიდნენ.
პოლიკლინიკიდან დაწესებულების დირექტორმა 9 ადამიანი გაათავისუფლა. როგორც სამსახურიდან გათავისუფლებული ექიმები ამბობენ, მათი გათავისუფლება პროფკავშირული კუთხით მოხდა. პოლიკლინიკის თანაშრომლები ადმინისტრაციას დათხოვნილი თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე დაუყოვნებლივ აღდგენას და დირექტორისა და მისი მოადგილი თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.
“სამსახურებიდან ადამიანების ამორჩევით გათავისუფლება, მათთვის ანტისანიტარულ პირობებში მუშაობის იძულება, არჩევნებზე დირექტორის ნების მიხედვით არჩევანის გაკეთება – ეს არის სრული მონათმფლური დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. ეს ყველაფერი ექიმების მოთმინების ბოლო წვეთი იყო და ბუნებრივია ეს ადამიანები გამოვიდნენ საკუთარი უფლებების დასაცავად. ჩვენ გვერდით ვუდგავართ ექიმებს და იმედია ეს პრობლემები დასაქმებულთა სასიკეთოდ გადაწყდება“ – განაცხადა აქციაზე მისულმა ირაკლი პეტრიაშვილმა.