მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი: "იმ ქვეყანაში, სადაც დასაქმებულთა დაახლოებით 22% საარსებო მინიმუმზე დაბალ ხელფასს იღებს, უმუშევრობის შემცირება ვერ მოხდებოდა"

“საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან დასაქმებულთა რიცხვი 0,4%-ით გაიზარდა. თუ 2012 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 15% იყო, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 14,6%-მდე დავიდა. არადა, იგივე “საქსტატის” მონაცემებით, 2013 წელს საწარმოებში მომუშავეთა რაოდენობა, დაახლოებით, 9 ათასი ადამიანით შემცირდა.

იმის გამო, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით ითვლის, ექსპერტთა ერთ ნაწილს “საქსტატის” მონაცემებში ეჭვი არ ეპარება. განსხვავებული მოსაზრება აქვს პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს. ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი არ შემცირებულა. ვიდრე საქართველოში შრომის ბაზრის რეალური კვლევა არ ჩატარდება, უმუშევრობის თუ დასაქმებულთა შესახებ კონკრეტული ციფრის დასახელება არასწორი იქნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობაც და დასაქმებაც უმნიშვნელოდ შემცირდა. 2013 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 66,2% შეადგინა. წინა წელთან შედარებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 1,2%-ით , ხოლო აქტიურობის დონე 0,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა. უმუშევრობისა და აქტიურობის დონის შემცირებასთან ერთად, დაფიქსირდა დასაქმების დონის უმნიშვნელო შემცირება. უმუშევრობის დონე გაცილებიტ დაბალია სოფლის მოსახლეობასი, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2013 წელს, 2012 წელთან მიმართებაში, უმუშევრობის დონის თანაბარი კლება დაფიქსირდა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად, 25,6% და 6,5% შეადგინა. უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი წლების განმავლობაში წინა მთავრობის ოპონენტთა თუ ექსპერტთა კრიტიკას იმსახურებდა. ხშირად იყო საუბარი, რომ “საქსტატი” აღნიშნულ მონაცემებს სწორად არ ითვლიდა და უწყება მხოლოდ იმ ციფრს აქვეყნებდა, რასაც მას “ზემოდან” უბრძანებდნენ, ანუ ხდებოდა ციფრებით მანიპულირება.

“პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში ამბობს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ერთი მილიონი ადამიანი თვითდასაქმებულია, დაქირავებით დასაქმებულთა დაახლოებით 22% კი საარსებო მინიმუმზე დაბალ ხელფასს იღებს, უმუშევრობის შემცირება ვერ მოხდებოდა. ვიდრე საქართველოში შრომის ბაზრის რეალური კვლევა არ ჩატარდება, უმუშევრობის თუ დასაქმებულთა შესახებ კონკრეტული ციფრის დასახელება არასწორი იქნება. “წინა ხელისუფლების დროს რა მონაცემებსაც აქვეყნებდნენ და რაც ხდებოდა უმუშევრობის მაჩვენებლის დათვლისას, ის ხდება ახლაც. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ქვეყანაში უმუშევრების რაოდენობა შემცირდა, ეს ასე ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ვის თვლიან ისინი უმუშევრად და ვის არ თვლიან უმუშევრად, ესაა გამოსარკვევი. დღეს ქვეყანაში დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი დასაქმებულია. შრომისუნარიანი მოსახლეობა არის 2,3 მილიონი. ამ 1,6 მილიონიდან დაქირავებით დასაქმებული არის დაახლოებით 600 ათასი, დანარჩენი არის თვითდასაქმებული. ერთი მილიონიდან უმეტესობა სოფლადაა დასაქმებული. ჩემთვის კი ასეთი თვითდასაქმებული არის დაუსაქმებელი, “საქსტატისთვის” კი არის – დასაქმებული. ქართულ რეალობაში ხშირად გლეხისთვის მიწის ფლობა არაფერს ნიშნავს, რადგან მას არ გააჩნია ტექნიკა, არ აქვს “ბეგრაუნდი”, რომ მიწამ შემოსავალი მისცეს”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.irak