მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი: “თემურ გიორგაძე მდაბიო სულის ადამიანია“

“რეპორტიორის“ მედია–კლუბში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილისა და ერთ–ერთი მეხანძრე მაშველის, ავთო მეგრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე პროფკავშირის ლიდერი თანადგომას უცხადებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაფიცულ ადამიანებს და იმედს გამოთქვმს, რომ მათი სამართლიანი ბრძოლა სათანადო შედეგს გამოიღებს.

პეტრიაშვილმა ხაზგასმით ისაუბრა იმ დანაშაულებებზე, რასაც თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ გიორგაძე სჩადიოდა. კერძოდ, პროფკავშირული ნიშნით გამუდმებით დევნიდა და დღემდე დევნის მის ორგანიზაციაში დასაქმებულ მუშაკებს.

გიორგაძე მეხანძრე–მაშველებს ასევე აიძულებდა ემუშავათ მისი კუთვნილი აგარაკის მშენებლობაზე, რომელიც მცხეთის რაიონის სოფელ ახატანში მდებარეობს. ამჟამად მოშიმშილე მეხანძრეების კარვებზე მიკრულია იმ საგზურების ასლები რომლებიც მეხანძრე–მაშველებს მაშინ გამოუწერეს, როდესაც ისინი თითქოს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რეალურად კი გიორგაძის კუთვნილ ობიექტებზე უწევდათ შრომა.

“თემურ გიორგაძე იმდენად მდაბიო სულის ადამიანია, რომ გუშინ აქციის მონაწილეებს, მოშიმშილეებს  ნასვამი ადამიანები მიუგზავნა. უნდოდა პროვოკაციის მოწყობა, იყო სერიოზული შეხლა-შემოხლა, უწმაწური სიტყვები და ა.შ. რა უნდოდათ სამუშაო ადგილზე ნასვამ თანამშრომლებს? ადამიანებს, რომლებიც მისი დისშვილის მიყვანილები გახლავთ?“ –  განაცხადა ირაკლი პეტრიაშვლმა.

მისი თქმით, ასეთი ხერხებით მართავს თემურ გიორგაძე სამსახურს და ასეთ მდგომარეობაში აქციის მოწყობა და გაჟღერებული მოთხოვნების დაყენება, სავსებით სამართლიანი და საფუძვლიანია.

პეტრიაშვილმა ასევე აღნიშნულ ორგანიზაციაში არსებულ სხვა მრავალ დარღვევებზეც ისაუბრა. საქართველოს პროფკავშირის გაერთიანების თავმჯდომარე, უერთდება მეხანძრე–მაშველების მოთხოვნას გიორგაძის გადადგომასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ასეთ ვაჟკაცურ სამსახურს გიორგაძისთანა ადამიანი არ უნდა ხელმძღვანელობდეს.irakli3