მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გლობალურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი სახელწოდებით “პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოებისას“ (Responsible Business Conduct) დღეს პარიზში გაიხსნა. ირაკლი პეტრიაშვილი 46 მონაწილე სახელმწიფოს, 600 წარმომადგენლის წინაშე წარსდგა სიტყვით. სესიაზე, სადაც ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული ვითარებაზე კეთდება აქცენტი, პროფკავშირების ლიდერმა ქვეყნის განვითარების სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ამონარიდი პეტრიაშვილის გამოსვლიდან:

“პროფკავშირები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მთლიანად მხარს უჭერს იმას, რომ ქართულმა ბიზნესმა, შრომით სფეროში ისარგებლოს ისეთი საშეღავათო სისტემებით, როგორიცაა ‘GSP+’ პრეფერენციების სისტემა და ‘DCFTA’ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი ხვალ ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოეწერება. ჩვენი კვლავაც განვაგრძობთ შრომითი უფლებების მონიტორინგს, რათა ხელისუფლების და კერძო კომპანიების ქმედებები შრომით ურთიერთობებში, შეესაბამებოდეს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აღნიშნული საშეღავათო პირობებით სარგელობის სანაცვლოდ ეკისრება.”

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმება ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ევროკავშირთან. აღნიშნული შეთანხმება ჩვენთვის ევროპის ცივილიზებულ ოჯახთან ინტეგრაციის უმოკლესი გზაა, რომელიც სხვა ვალდებულებებთან ერთად შრომითი უფლებების ევროპულ შრომით სტანდარტებსა და უფლებებთან მაქსიმალურ მიახლოებას მოითხოვს.petriashvili