მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი: “დასაქმებულებისათვის ხელფასის გაზრდის მოთხოვნა აუცილებლად იქნება, მაგრამ ჯერ ლარი უნდა დასტაბილურდეს და დადგეს კონკრეტულ ნიშნულზე”

გასული წლის ნოემბრიდან ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 25 პროცენტით გაუფასურდა. იმის გამო, რომ იმპორტირებულ საქონელზე ანგარიშსწორება ძირითადად დოლარში მიმდინარეობს ლარის ვარდანამ სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირებაც გამოიწვია. დასაქმებულების ანაზღაურება კი იგივე დარჩა.

ოგორ აპირებს ბიზნესი ლარის ახალი წონასწორობის კურსს აუწყოს ფეხი და იგეგმება თუ არა სახელფასო პოლიტიკის გადახედვა?

“თიბისი” ბანკში ფიქრობენ რომ ინფლაცია, როგორც ასეთი ჯერ არ არის, სიტუაცია მალე დასტაბილურდება და ლარიც კანონზომიერ ნიშნულს დაუბრუნდება. “თიბისი” ბანკის წარმომადგენელი თამუნა კირვალიძე ამბობს, რომ ბანკი არსებულ სიტუაციას იმდენად სერიოზულად არ აღიქვამს, რომ სახელფასო პოლიტიკას გადახედოს. მისივე ცნობით, ბანკში 4 000 ადამიანია დასაქმებული.

“პროკრედიტ” ბანკში სახელფასო პოლიტიკის გადახედვასა და კორექტირებას იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის კუთხით.

“პროკრედიტ” ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის ნატო ბოჭორიშვილის ცნობით, მათთან ხელფასების გადახედვა ყოველწლიურად ხდება, ხოლო გაზრდა კი დამსახურების მიხედვითაა. ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ისინი დააკვირდებიან ბაზარს და ლარის კურსს და შესაბამისად იმოქმედებენ.

“ჩვენ უარეს სიტუაციაშიც ვყოფილვართ და რაღაცნაირად მოუვლით საკუთარ თავს“,– აცხადებს “კოკა-კოლას” და “მაკდონალდსის” მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონია.  მისი თქმით, მთავარი ის კი არ არის გაუზრდის თუ არა კონკრეტული ბიზნესმენი ხელფას თავის თანამშრომელს, არამედ ის რომ ქვეყანაში არაპროგნოზირებადი ეკონომიკური ვითარებაა და ეს ბიზნესისთვის ძალიან ცუდია. „ლარი კი არ ცოცავს გარბის“- აცხადებს ჭყონია.

ნავთობიმპორტიორი კომპანია “ლუკოილ ჯორჯიაში” 5 000–ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მისი გენერალური დრიექტორის მოადგილე შავლეგი მიშველაძე ამბობს, რომ ლარის გაუფასურების გამო ხელფასების გაზრდა კომპანიის დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა, თუმცა თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას გააგრძელებს ნავთობის ფასის ზრდა ნამდვილად დადგება მათ დღის წესრიგში.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ხელფასის გაზრდის მოთხოვნა აუცილებლად იქნება, მაგრამ ჯერ ლარი უნდა დასტაბილურდეს და დადგეს კონკრეტულ ნიშნულზე, რათა მოხერხდეს პოზიციისა და მოთხოვნის ჩამოყალიბება. მისი თქმით, თუ დღეს ბიზნესის დღის წესრიგში ხელფასის გაზრდის საკითხი არ დგას, ამის ძირითადი მიზეზი ლარის კურსის მუდმივი რყევაა.

საქსტატის 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალის) რაოდენობა 2 მილიონია, აქედან სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 1 700 000– ია, ხოლო ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 504 000–ი.

იგივე საქსტატის მონაცემებით, დაქირევებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2013 წლის მონაცემებით 773 ლარია.irakli lar

წყარო: http://commersant.ge/?m=5&news_id=18849&cat_id=22