ირაკლი პეტრიაშვილი ამერიკული პროფკავშირის აქტივისტ ერიკ ლის შეხვდა

თბილისში იმყოფება პუბლიცისტი, მკვლევარი, ამერიკული პროფკავშირული მოძრაობის მემარცხენე აქტივისტი, ისრაელსა და ბრიტანეთში პროფკავშირული მოძრაობის მხარდამჭერი, ამ მიმართულებით მრავალი სტატიისა და და ნაშრომის ავტორი, პირველი საერთაშორისო პროფკავშირული ვებ გვერდის Labor Start – ის დამფუძნებელი, ერიკ ლი.14882290_10206046110911846_7162898419410159467_o
მისი ვიზიტის მიზანია საზოგადოების წინაშე წარსდგეს საჯარო ლექციით და ასევე გააცნოს მისი ნაშრომი “სხვა სამყარო მშრომელებისათვის, შესაძლებელი იყო – ქართული ექსპერიმენტი, 1918-1921წწ”. რომელიც მოგვიანებით წიგნად გამოიცემა, ბატონ ერიკ ლისთან შეხვედრა გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, / თბილისი, გუდიაშვილის ქ. 7/ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 17.30 საათზე.
ერიკ ლის საჯარო ლექციამდე დღეს ირაკლი პეტრიაშვილი შეხვდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან საუბრის მთავარი თემა იყო პროფკავშირები მსოფლიოში და მისი 14883465_10206046017589513_7164976928381247042_o 14884492_10206046016629489_5100609413002423315_oპერსპექტივა.