ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიის მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატს შეხვდა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრა
26 / 06 / 2015
ვიზიტის ფარტლებში ირაკლი პეტრიაშვილი და მისი მოადგილე გოჩა ალექსანდრია სატყეო მეურნეობის, გარემოს დაცვის და წყლის რესურსების მინისტრს ანდრა რუპრეხტერსაც შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა საქართველოში რძის წარმოებისა და მეცხოველეობის განვითარება იყო. მინისტრის განცხადებით ინვესტორები მზად არიან საქართველოში სექტემბერში დაგეგმილი ვიზიტისას, მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყონ პროფკავშირებთანაც და ბიზნესი სწორედ პროფკავშირების მჭიდრო ჩართულობით წამოიწყონ. აღსანიშნავია, რომ ისეთი მაღალი კულტურის ქვეყანაში, როგორიც ავსტრიაა დასაქმებულებს ბიზნესის ნაწილად განიხილავენ და აქედან გამომდინარე პროფკავშირებიც ასეთი მიდგომის მქონე ბიზნესს სრულ თანადგომას უცხადებს. ავსტრიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თავის მხრივ, საქართელოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და სათესლე მეურნეობებში ნერგების გამოყვანას გეგმავს, პროფკავშირების მეშვეობით კი ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს სპეციალური გადამზადების კურსებს ჩაუტარებს.
საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები შრომითი და სოციალური სასამართლოს მთავარ მოსამართლესაც შეხვდნენ. ეს სწორედ ის სასამართლოა, რომელიც ავსტრიაში ჰარმონიული და სამართლიანი თანაცხოვრების გარანტია. ავსტრიას არ ახსოვს როდის იყო ქვეყანაში ბოლო გაფიცვა, რადგან დავები ან სასამართლოთი წყდება, რომელიც ეჭვს არასდროს ბადებს ან მოლაპარკაებების გზით სრულდება.
ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრსაც
შეხვდა. პროფკავშირების გაერთიანების ლიდერები ვენაში ოფიციალურ ვიზიტს აჯამებენ.