მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს ხვდება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ირაკლი პეტრიაშვილი და მისი მოადგილე გოჩა ალექსანდრია არიან, ავსტრიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

დღეს მოლაპარაკებები ავსტრიის შრომის, სოციალური და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრთან გაიმართება. საქართველოს პროფკავშირების ლიდერები სატყეო მეურნეობის, გარმოს დაცვისა და წყლის რესურსების მინისტრსაც შეხვდებიან.

ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები უკვე შედგა ავსტრიის პროფკავშირების პრეზიდენტ ერიხ ფოგლართან. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრებისას საუბარი სხვადასხვა მიმართულებით ავსტრიის პოფკავშირების გამოცდილებას ეხებოდა. მათ შორის მხარეებმა განიხილეს სამუშო უბედური შემთხვევის დაზღვევის საკითხი, იმსჯელეს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უფლებებზე, საპენსიო რეფორმასა და  სამართლებრივ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროფკავშირების ვენაში ვიზიტი, ავსტრიის პრეზიდენტის უშუალო მოწვევით მიმდინარეობს.

 


irakli lar