საქართველოს მოსახლეობას მრავალი სოციალური პრობლემა აწუხებს. მათ შორის ერთერთი ყველაზე მწვავე – უმუშევრობაა, სიღარიბე, რომელიც ბოლო 25 წელია ასე ფართოდმოედო საქართველოშიოჯახებს და სწრაფად მიგვაქანებს დემოგრაფიული კატასტროფისკენ, ძირითადად, სწორედ უმუშევრობითაა განპირობებული. თუმცა, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის პარალელურად, ქვეყანაში ასევე მაღალია მომუშავე ღარიბების რიცხვიც. ჩვენ, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები, იმის მიუხედავად რომ ერთი შეხედვით გვაქვს სამუშაო ადგილები, მაინც არ მივეკუთვნებით ქვეყნის საშუალო ფენას, რადგან ჩვენი შემოსავლები არ იძლევა ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობას. საბანკო სესხების გარეშე ვერ ვავსებთ ოჯახის ბიუჯეტს. ჩვენ შვილებს ხელი არ მიუწვდებათ სრულფასოვან ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სოციალურ და კულტურულ სიკეთეებზე. ვალი და სესხი არის საქართველოში დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობის სამწუხარო ყოველდღიურობა და მთავარი გასაჭირი.
ამასთან, ჩვენი შრომა არ არის უსაფრთხო. ხშირ შემთხვევაში, სახლიდან სამუშაოზე მიმავალთ, არ გვაქვს შინ ჯანმრთელად, და უფრო მეტიც, ცოცხლად დაბრუნების გარანტია.
მიუხედავად ხელისუფლების მიერ, 2013 წელს, ჩვენი ორგანიზაციის – პროფკავშირების თანამონაწილეობით, შრომის კანონმდებლობის მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებისა, არ გვეძლევა თუნდაც შრომის კანონში არსებული მინიმალური შრომითი უფლებებით სრულად სარგებლობის შესაძლებლობა. არ გვიხდიან ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროისთვის ანაზღაურებას. არც სამუშაო დროა გარკვევით რეგლამენტირებული. 8 საათიანი სამუშაო დღე კვლავაც სანატრელი გვაქვს. ხშირად ვერც ანაზღაურებადი შვებულებით ვსარგებლობთ და არც ბიულეტენს გვინაზღაურებენ. ქვეყანაში არც უმუშევრობის კომპენსაცია და დაზღვევა არსებობს. საწარმოო ტრავმით დასახიჩრებული მშრომელები, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთადა მარჩენალდაკარგულთა ოჯახები, უპატრონოდაა მიტოვებული.
ჩვენ, მშრომელები – დასაქმებულებიცდა დროებით თუ ხანგრძლივად უმუშევრებიც, მძიმე ექსპლოატაციის მსხვერპლნი ვართ. ექსპლოატაციის გამომხატველი და ყველაზე დამამცირებელი ფრაზა – „თუ არ მოგწონს, წადი“- საქართველოში, მშრომელი ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურობად და დათრგუნვის ძლიერ იარაღად იქცა როგორცკერძო, ასევე, სახელმწიფო კომპანიების უპასუხისმგებლო ხელმძღვანელების ხელში.
ქვეყანაში, ჩვენ შესახებ კანონებს იღებენ ჩვენ გარეშე! იმ შემთხვევაშიც კი, როცა კანონი მშრომელ ადამიანს რაიმე სარგებელს უწესებს, მისი აღსრულება ან პრობლემურია ან საერთოდ შეუძლებელი.
ჩვენი ხმა არ ისმის ისე, როგორც უნდა ისმოდეს. ხელისუფლება განუწყვეტლად ბიზნესის ქებითა და მისთვის ახალ-ახალი შეღავათების გამოგონებითაა დაკავებული. ჩვენ კი, მშრომელებს, საერთოდ არ გვისმენს!
ერთადერთი რაც დაგვრჩა, ჩვენი ორგანიზაცია – პროფკავშირებია. წლების მანძილზე, მხოლოდ პროფკავშირი იცავდა და იცავს ჩვენ უფლებებს და ინტერესებს თანმიმდევრულად და შემართებით. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს პროფკავშირები, მისი ლიდერის, ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, ცდილობდა და ცდილობს, ეფექტური მოქმედებები დაუპირისპიროს შრომისა და სოციალურ სფეროში ხელისუფლებების არაადეკვატური პოლიტიკას. მოამზადა მრავალი საკანონმდებლო ინიციატივადა წარადგინა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში, მათ შორის: ცვლილებები შრომის კოდექსში, რომელსაც 2006 წელს მიღებული არაადამიანური კანონმდებლობა საერთაშორისოსტანდარტებთანშესაბამისობაში უნდა მოეყვანა; კანონპროექტი უმუშევრობის დახმარების დაწესების შესახებ; მრავალშვილიანი და მარტოხელა დედების სტატუსის განსაზღვრისა და სახელმწიფო შემწეობის დანიშვნის შესახებ; კანონპროექტი, მძიმე და საშიშ პირობებში მომუშავეებისთვის – პოლიციის, პროკურატურის, მოსამართლეების და პარლამენტის წევრების პენსიის ანალოგიური პენსიის დასაწესებლად, და მრავალი სხვა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც პროფკავშირების გაერთიანება აგრძელებს საქმიანობას ისეთივე გულმოდგინებით, როგორც მანამდე. სამწუხაროდ, ზემოთაღნიშნული კანონპროექტების უმრავლესობა კვლავაც პარლამენტის კომიტეტების თაროებზეა შემოდებული უპერსპექტივოდ.ეს ძირითადად, გამოიწვია ხელისუფლების მაღალ დონეებზე (მთავრობაში, პარლამენტში) მსხვილი ბიზნესგაერთიანებების არაკეთილსინდისიერმა და უკანონო ლობირებამ.
სწორედ ამიტომ, გვჭირდება ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტში. მივმართავთ, პოლიტიკურ პარტიებს: მოგვეცით დასაქმებულ ადამიანებს შესაძლებლობა გვქონდეს ჩვენი პირდაპირი ხმა საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, გთხოვთ, თბილისის #5 ისნის საარჩევნო ოლქის #8 ვაზისუბნის ოლქში არ წარადგინოთ თქვენი პარტიებიდან პარლამენტის მაჟორიტარული კანდიდატები, ანუ, თქვენი პარტიული წარმომადგენლები არ დაუპირისპიროთ ჩვენ დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატს ირაკლი პეტრიაშვილს. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გაითვალისწინებენ ამ თხოვნას, დაიმსახურებენ პროფკავშირების ათიათასობით წევრის:მეტალურგების, მეშახტეების, მაღაროელების, განათლების, მედიცინის, რკინიგზის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის, მშენებლობის, კომუნალური, ტექსტილის და სხვა სფეროს წარმომადგენლების და ჩვენი ოჯახების წევრების პატივისცემასა და მხარდაჭერას ქვეყნის ყველა რეგიონში.
მნიშვნელოვანია, რომ პროფკავშირების ლიდერი, ირაკლი პეტრიაშვილი, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილ იქნას მშრომელთა რაიონებად მიჩნეული ერთ-ერთი საარჩევნო ოლქიდან. ვაზისუბანი კი დედაქალაქის სწორედ ასეთი უბანია. ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც გაიზარდა და პიროვნებად ჩამოყალიბდა ვაზისუბანში, არამხოლოდ ამ საარჩევნო ოლქის მცხოვრებთა, არამედ ზოგადად, საქართველოს მშრომელთა ხმა იქნება საქართველოს პარლამენტში.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი საქართველოს პროფკავშირების ლიდერობასთან ერთად, 2015 წლიდან საერთაშორისო პროფკავშირების ევროპული საბჭოს პრეზიდენტიცაა. მისი შემართება და ევროპული გამოცდილება საქართველოს მშრომელებმა პარლამენტშიც უნდა გამოვიყენოთ. სწორედ მისი თაოსნობით გახდა შესაძლებელი შრომის კოდექსში 2013 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა, კერძოდ, გაუქმდა სამსახურიდან მიზეზის განმარტების გარეშე დათხოვნის მუხლი, შეიზღუდა მოკლევედიანი და ზეპირი შრომის ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა, დაწესდა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება მავნე და მძიმე სამუშაოებზე დასაქმებული მშრომელებისთვის და ა.შ. მისი და პროფკავშირების ლიდერების ერთობლივი ძალისხმევით გაფორმდება მრავალი კოლექტიური შეთანხმება სხვადასხვა საწარმოში საქართველოს მასშტაბით, რომლებმაც მილიონობით ლარის დამატებითი შემოსავალი მოუტანა „თელასის“ თანამშრომლებს, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ავტობუსების მძღოლებს, მეტროს მუშაკებს, ზესტაფონელ მეტალურგებს, ჭიათურელ მაღაროელებს, ტყიბულელ მეშახტეებს და სხვა მრავალი ორგანიზაციის და დაწესებულების მშრომელებსა და მათ ოჯახებს. პროფკავშირების წარმატებული მუშაობით ასობით უსამართლოდ დათხოვნილი მშრომელი იქნა აღდგენილი სამსახურში როგორც სასამართლოს, ასევე მისი ხელმძღვანელობით გამართული გაფიცვების და საპროტესტო აქციების შედეგად. ამასთან, ბატონი ირაკლის ხელმძღვანელობით წარმართული პროცესების შედეგად, ასიათასობით ლარის კომპენსაცია იქნა გაცემული დამსაქმებლების მიერ, სამუშაოზე ტრავმირებული და საწარმოო უბედური შემთხვევებით გარდაცვლილი მშრომელებისა და მათი ოჯახებისთვის. მისი პრინციპულობის და პროფესიონალიზმის დამსახურებაა, ასევე, ის ფაქტი, რომ მთავრობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე შეიტანა დაგეგმილი საპენსიო რეფორმის კონცეფციაში. თუმცა, დარჩენილი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო, პროფკავშირებმაალტერნატიული კონცეფცია მაინც შეიმუშავა და ცდილობს საპენსიო რეფორმა მაქსიმალურად სასარგებლო გახადოს,როგორც დასაქმებულებისა და მათი ოჯახებისთვის, ასევე დღევანდელი და მომავალი პენსიონერებისთვის.
სწორედ პროფკავშირების მიერ წამოწყებულმა საპროტესტო კამპანიამ აიძულა2011 წელს, მაშინდელი მთავრობა გააქტიურებულიყო და გამოეხსნა სომალელი მეკობრეების ტყვეობაში წელიწადნახევრის განმავლობაში მყოფი 15 ქართველი მეზღვაური. მანამდე ხომ ხელისუფლება საერთოდ გაურბოდა ამ საკითხზე პასუხისმგებლობას. უფრო მეტიც,მაშინ, პროფკავშირების მიერ სპეციალურად დაფუძნებული ფონდიდან 50 000 ლარზე მეტი დახმარება გადაეცა შინ დაბრუნებულ,ჯანმრთელობაშერყეულ მეზღვაურებსა და მათ ოჯახებს.
ასევე, მხოლოდ საქართველოს პროფკავშირების მოთხოვნებისა და საპროტესტო კამპანიის შემდეგ განახორციელა 2012 წელს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სტუდენტების ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა, რომელმაც მრავალი ღარიბი სტუდენტის ოჯახს გარკვეული შვება მოუტანა.
ბატონი ირაკლი პეტრიაშვილის მიერ პროფკავშირებში, სპორტსა და ზოგადად, ცხოვრებაში გავლილი ნაყოფიერი გზა ამტკიცებს, რომ მას არამხოლოდ გაუკეთებია ბევრი სასარგებლო საქმე მშრომელების კეთილდღეობისთვის, არამედ ახლაც აქტიურად იღწვის დასაქმებულთა უფლებების დაცვისათვის და ქვეყანაში, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ხელმძღვანელობს. პარლამენტის წევრად მისი არჩევის შემთხვევაში, იგი შეძლებს დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანას და მომავალში კიდევ უფრო მეტის გაკეთებას.
იმედი გვაქვს, პოლიტიკური პარტიები გაითვალისწინებენ ჩვენ მიმართვას და მხარს დაუჭერენ ამ შეთავაზებას.