ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანების აპარატის უფროსი ლაშა ბლიაძე გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის კონგრესში იღებენ მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი პეტრიაშვილი და ლაშა ბლიაძე გერმანიის პრეზიდენტს იოასიმ გაუსკს, ბერლინის მერს კლაუს ვოვერეიცს და გერმანიის პროფკავშირების თავმჯდომარეს, მიხაილ ზომერს შეხვდნენ.
შეხვედრების დროს ყურადღება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე გამახვილდა. გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება პარტნიორ და კანდიდატ ქვეყნებში დასაქმებულთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვას, სოციალური დიალოგის განვითარებას, ეროვნულ კანონდებლობას, პროფკავშირების ჩართულობას გადაწყეტილებების მიღების პროცეში.
მიხეილ ზომერმა ევროკავშირს და შეერთებული შტატების ხელისუფლებას მოუწოდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, სადაც დასაქმებულთა ძირითადი უფლებები დაცულია და ხელისუფლების ყველა შტო ზრუნავს დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
გერმანიაში გამგზავრებამდე ირაკლი პეტრიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ვილნიუსში ლიტვის პროფაკვშირების კონგრესზე იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა მათ შორის ლიტვის თავდაცვის მინიტრს იუზას ოლეკაზსს შეხვდა.
გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის კონგრესი 16 მაისამდე გაგრძელდება. ყრილობის დასრულების შემდეგ ირაკლი პეტრიაშვილი და ლაშა ბლიაძე გლობალური უნივერსიტეტის ყოველწლიურ კონფერენციაში და მსოფლიო პროფკავშირების კონფედერაციის კონგრესში მიიღებენ მონაწილეობას.