მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ინფორმაცია დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ

ავტორი: გ.ლომინაშვილი

სტატესტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეხლახან გამოაქვეყნა  ქვეყანაში დასაქმებულთა  და უმუშევართა  2016 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1763,3 ათასს, მათ შორის დაქირავებით დასაქმებულია 745,4 ათასი, ხოლო თვითდასაქმებულად მიჩნეულია 1010,9 ათასი. უმუშევართა საერთო რაოდენობა შეადგენს 235,1 ათას , ხოლო უმუშევრობის დონედ განსაზღვრულია 11,8%, რაც 0,2 %-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

შეიძლება თავიდანვე ითქვას, რომ უმუშევრობის დონის ეს უმნიშვნელო ცვლილებაც , არსებითად არ ცვლის ქვეყნის მთავარ  სოციალურ პრობლემას და ის მოჩვენებითობის ილუზიას ქმნის. რადგან დასაქმების თითქმის ყველა კომპონენტის მიხედვით თვით სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებითაც სახეზეა მაჩვენებელთა საგრძნობი გაუარესება. კერძოდ: დასაქმებულთა საერთო რაოდენობა  წინა (2015 წელთან) წელთან შედარებით შემცირებულია 16,3 ათასით 0,94%-ით. მათ შორის  დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია 8,0 ათასი კაცით 1,1%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 7,9 ათასით (0,75-ით).  დასაქმების დონეც მცირდება  0,2%-ით და შეადგენს 59,5%-ს.ყოველივე  ეს გაიანგარიშება  აქტიური მოსახლეობის  (სამუშაო ძალის) 23,2 ათასით (1,14%) შემცირების კვალობაზე და აქედან გამომდინარე აფიქსირებენ უმუშევართა რიცხოვნობის 6,5 ათასით შემცირებას.

კიდევ უფრო გაუარესებულია მამაკაცთა დასაქმების მაჩვენებელი. აქ აქტიური სამუშაო ძალის  მხოლოდ 1,1 ათასით შემცირების პირობებში  დასაქმებულთა საერთო რაოდენობა  მცირდება  9,2 ათასი კაცით, მათ შორის დაქირავებით  დასაქმებულები შემცირებულია 18.7 ათასით (4,7%-ით) და შეადგენს  383.1 ათას კაცს. ხოლო უმუშევარი მამაკაცთა რაოდენობა გაზრდილია 8,2 ათასით (5,6%-ით) და შეადგენს 154,1 ათასს. უმუშევრობის დონე კი შეადგენს  14.2%-ს.(ნაცვლად 13.5%-ისა  2015 წლისათვის). 0,5 % -ითა  შემცირებული მამაკაცთა დასაქმების საერთო დონე და შეადგენს 67.1%-ს .

დასაქმებულ ქალთა საერთო რაოდენობის 6,4 ათასით შემცირების პირობებში თვითდასაქმებულთა საერთო რაოდენობა შემცირებულია 17.7 ათასით, ხოლო დაქირავებული ქალთა რაოდენობა გაზრდილია 10,7 ათასით (3,0%-ით)  დასაქმების დონე შენარჩუნებულია 2015 წლის მაჩვენებლის დონეზე. ხოლო ქალთა უმუშევრობის დონე  (აქტიური სამუშაო ძალის  22,2 ათასით-2,6 %-ით შემცირების პირობებში)  შეადგენს 8.8%-ს  და 1.4 %-ით შემცირება ფიქსირდება,  წინა პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სტატისტიკური მონაცემებითაც ფიქსირდება  15-34 წლამდე ასაკის ახალგაზრდობის დასაქმების შემცირება.

რეგიონალურ ჭრილში უმუშევრობის შედარებით მაღალი დონე ფიქსირდება: თბილისში 22%; აჭარაში 13,0% და იმერეთში 10,8%, შედარებით დაბალი კი კახეთში 5,4% და ქვემო ქართლში 8,6%-ი.

სტატისტიკურ მონაცემები თან ერთვის.