მიმდინარეობს საიტის განახლება

ინდუსტრიელთა გლობალური კავშირი ქართველი კოლეგების მხარდასაჭერად

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სს”მინა”-შიდასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების წარმოება.ინდუსტრიულ სფეროში დასაქმებულთა გლობალური კავშირი, მხარს უჭერსსაქართველოში, ამავე სფეროებში დასაქმებულთა კანონიერ მოთხოვნებს დამათ თანადგომას უცხადებს. საუბარია ბოლო დროს გახშირებულ გაფიცვებზეტყიბულის მაღაროებში, ქსნის მინის ტარის ქარხანასა, რუსთავისმეტალურგიულ ქარხანაში. სპეციალური პრესკონფერენცია შრომისსაერთაშორისო ექსპერტმა ოლე-კრისტიან პაულსენმა თბილისში, პროფკავშირების ცენტრალურ ოფისში გამართა და იმ გახშირებულ აქციებსგამოეხმაურა, რომელმაც ბოლო დროს საქართველოს ინდუსტრიული სფერომოიცვა. პაულსენის თქმით: საქართველო ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანაადა მას მოუწევს იმ სტანდარტების დაცვა, რომელსაც ევროპა ითხოვს.სამმხრივი მოლაპარაკება, რომელიც პროფკავშირებს, დამსაქმებლებსა დახელისუფლებას შორის დიალოგს გულისხმობს, აუცილებელია ინდუსტრიულსექტორში გახშირებული გაფიცვების და სოციალური პრობლემებისგადასაწყვეტად. გლობალური ინდუსტრიული კავშირი აძლევსრეკომენდაციას საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს დიალოგი დააიძულოს დამსაქმებლები შეასრულონ კანონის მოთხოვნები დაპროფკავშირებს ფუნქციონირების საშუალება მისცენ.