მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

”იმედდაკარგული მუშახელი” საქართველოში

საქართველოში უმუშევრობა რომ მუდმივი პრობლემაა, ეს უკვე აღარავის უკვირს, მაგრამ ბოლო დროს გაიმოკვეთა კიდევ ერთი არასასიამოვნო ტენდენცია. ქვეყანაში გაიზარდა “იმედდაკარგული მუშახელის“ რაოდენობა. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც სამსახურის პოვნის ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვს. დასაქმების თაობაზე ორმა ორგანიზაციამ სხვადასხვა კვლევის შედეგები წარმოადგინა.

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 70% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.  კითხვაზე – «მიიჩნევთ თუ არა თავს დასაქმებულად?» – დადებითი პასუხი რესპონდენტთა მხოლოდ 30%-მა გასცა. ჩამონათვალიდან «რომელი უფრო შეესაბამება თქვენს მდომარეობას» 45%-მა უპასუხა «უმუშევარი-ვეძებ სამსახურს»; 23%-მა – «პენსიონერი-დაინტერესებული ვარ სამსახურის პოვნით»; 10%-მა –  «დიასახლისი». უმუშევარია, მაგრამ ამ დროისთვის სამსახურს არ ეძებს 8%; უმუშევარია, მაგრამ არ არის სამსახურის პოვნით დაინტერესებული – 4% და სხვა.

ზოგადად, საქართველოში დასაქმების მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: დასაქმებულია სრულ ან ნახევარ განაკვეთზე 30%; უმუშევარია და სამსახურს ეძებს 33%; უმუშევარია და არ ეძებს სამსახურს 7%; აქტიური შრომითი რესურსი – 29%.

ცოტა ხნის წინ, დასაქმების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა  “ილიაუნი ბიზნესრევიუმ“. კვლევის პროცესში საქართველოში 2 ყველაზე პოპულარულ ვებგვერდზე – www.job.ge და www.hr.com.ge განთავსებული განცხადებები პროფესიების, კომპანიებისა და რეგიონების მიხედვით შეისწავლა – სულ 2251 ვაკანსია, რომელიც 2011 წლის 1-ლი ნოემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში განთავსდა ინტერნეტ-სივრცეში. ყველაზე მაღალი მოთხოვნა ამ პერიოდში დაფიქსირდა გაყიდვების მენეჯერზე – 235 ერთეული, მეორე პოზიციაზეა ბუღალტერი-ფინანსისტი – 105 ერთეული, მესამეზე კი დისტრიბუტორი – 98 ერთეული.

კვლევის მიხედვით, გაყიდვების მენეჯერის პოზიციის შემდეგ, აქტიურია საბანკო სექტორი – საკრედიტო ექსპერტი, პედაგოგი,სამედიცინო – სავაჭრო წარმომადგენელი, ვებ დიზაინერი -პროგრამისტი და სხვა.

რეგიონების მიხედვით მაღალი მოთხოვნა აღინიშნა თბილისში -78%, შემდეგ მოდის: იმერეთი – 5%, აჭარა – 5%; სამეგრელო – 3%;კახეთი – 3%; ქვემო ქართლი – 2%; გურია – 2%; სამცხე ჯავახეთი -1%; შიდა ქართლი – 1%;

კვლევის მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საქართველოში რეალურად არსებობს კვალიფიკაციის პრობლემა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ამავე დროს, არსებობს ჭარბი მუშახელი, რომელიც დაუსაქმებელია.

საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენთან მაღალია “იმედდაკარგული მუშახელის“ რაოდენობა,რომლებიც არ ეძებენ სამუშაოს, რადგან არა აქვთ დასაქმების იმედი, ეს ტენდენცია განსაკუთრებით 32-54 წლის ასაკის ადამიანებში შეინიშნება.imeddakarguli